საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რიგის თასის გამარჯვებული
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რიგის თასის გამარჯვებული
20.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება. დღეს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩატარებული ტურნირის, „რიგის თასის" გამარჯვებული გახდა.


ავთანდილ ასათიანის გუნდმა, სამთა ტურნირზე, პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ლიეტუვასთან მატჩში, ანგარიში მალევე გახსნა. გოლი, ჩვენი ნაკრების დებიუტანტის, ახალი ნატურალიზებული ფეხბურთელის ბერნანდო დრასლერის გადაცემით, თალესმა  (05'22'') გაიტანა. 5 წუთზში ლიეტუველებმა ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, დრასლერმა (11'01''), ლიეტუველებს დიდხნას გახარების დრო არ მისცა და 1 წუთში, ამჯერად თავად გაიტანა სადებიუტო გოლი, რონინიოს გადაცემის შემდეგ. ცოტა ხანში, დრასლერმა (13'01'') დუბლიც გაიფორმა, ამჯერად ბინიოს გადაცემით.


მეორე ტაიმი დაძაბულად დაიწყო, გარდა იმისა, რომ ლიეტუველებმა მოახერხეს ანგარიშის შემცირება, მსაჯს, ორივე გუნდის მოთამაშეების დასაშოშმინებლად ყვითელი ბარათების ჩვენება მოუხდა. თუმცა, ასათიანის გუნდმა, კონცენტრაცია, მალევე მოახერხა და ლიეტუველთა კარში, კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მატჩის ბოლო გოლი, რონინიოს გადაცემით, ბინიომ (32'41'') გაიტანა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა, 2-4 გაიმარჯვა და ტურნირის მთავარ პრიზსს დაეუფლა.


ჩვენმა გუნდმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, ლატვიაში გამართულ შეხვედრებში 10 გოლი გაიტანა და ხუთი გაუშვა.  შეგახსნებთ, რომ 8 ოქტომბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართავს. ამის შემდეგ, 12 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი უკვე, გასვლით მატჩს გამართავს ავსტრიაში.