
დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში დაიწო ასპარეზობა. ჩვენი გუნდი მე-9 ჯგუფში დანიის, ინგლისისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჯგუფური ეტაპის თამაშებს კი, დანია მასპინძლობს. სწორედ, მასპინძლებს დაუპირისპირდა პირველ მატჩში ლაშა ფირცხალაიშვილის ნაკრები და 1-3 დამარცხდა.
საქართველოს 19-წმადებს, თითქმის ტაიმნახევარი დასჭირდათ, რომ თამაში „აეწყოთ". მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგალითად ჩვენი ნაკრებიდან ლუკა პარკაძეს, დანიელთა დარტმებისგან კი, რამდენიმე მომენტში, საქართველოს ნაკრების კარი, პაპუნა ბერუაშვილმა იხსნა, ანგარიში 37 წუთზე მაინც გაიხსნა. გოლო ჩვენს კარში დაცვაში თამაშისას პოზიციურ შეცდომას მოჰყვა, როსმა კი, ანგარიში გახსნა. კიდევ 3 წუთში, ჩვენი ნაკრების ფლანგი ჩავარდა და ამჯერად, ფ. ბუნდგაარდმა გადააგზავნა ბურთი ჩვენს კარში.
მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა, ცოტა მოიმატა და 55-ე წუთზე საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა თემურ გოგნაძემ, თუმცა, აქ, მოწოდების სიმაღლეზე დანიელთა მეკარე იყო. უკვე თანაბარ თამაშში, 67-ე წუთზე, კრისტენსენმა მესამედ აიღო ჩვენი ნაკრების კარი. თამაშის ბოლო წუთები კი, საქართველოს ნაკრების აქტიური თამაშით აღინიშნა და შედეგად, შეცვლაზე შემოსულმა დავით გოცირიძემ, 86-ე წუთზე, პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი შეხვედრა, 1-3 წააგო. მომედვნო მატჩს კი, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, 24 სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. ჯგუფუს ბოლო მატჩს, ჩვენი ნაკრები 27 სექტემბერს, მონტენეგროს წინააღმდეგ კვლავ 16:00 საათზე გამართავს.





ჩვენ








