
მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები С4 ჯგუფში ლიდერია და ერთი დივიზიონით ასამაღლებლად, მას ამ სატურნირო მდგომარეობის შენარჩუნება სჭირდება, დღეს, „დინამო არენაზე", საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების მატჩის წინ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლი და გურამ კაშია უფრო გაწონასწორებულები და ხვალიდნელ თამაშზე კონცენტრირებულები ჩანდნენ, ვიდრე სტუმართა გუნდის დელეგაცია...
მაგალითად, ჩრდ. მაკედონიელთა პრესკონფერენციის დაწყებამდე, თბილისში ჩამოტანილი სარეკლამო ბანერის გაჭიმვის შემდეგ (ამ წლების მანძილზე, ასეთი მხოლოდ ესპანეთის ნაკრებმა გააკეთა), მიკროფონების შემოწმებისას, საკმაოდ ოხუნჯობდნენ, თუ წინა (საქართველოს ნაკრების) პრესკონფერენციის დროს, როგორ გაიარეს ქართული ენის მასტერ-კლასი... შემდეგ, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე კვარაცხელიასთან დაკავშირებით, გამოცდილ თვალს არც „ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელის ეზგინ ალიოსკის, მართალია წამიერი, მაგრამ ცინიკური გამომეტყველება უნდა გამოჰპარვოდა მხედველობიდან. მოგვიანებით, მაკედონიური მედია დაწერს, რომ „ელმასმა, რომელიც „კვარასთან" ერთად, „ნაპოლიში" თამაშობს, უნდა აჩვენოს, რომ კვარაცხელია სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი"- ო.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სხვათა შორის, სტუმრები ხვალ პირველ თაიმში ჰენდიკაპით მოგებასაც წინასწარმეტყველებენ, თანაც პენალტების გარეშეო - ესეც, ჩემი აზრით ცოტა ცინიკური ლაპარაკი გამოუვიდათ, თუმცა, ამის საბაბი ჩვენმა ქართულმა მედიამ მისცა, რომელმა ხვალინდელ წყვილში ფავორიტზე საუბრისას ბუქმეიკერების პროგნოზები მოიშველია. ამ კითხვაზე პასუხისას და მერე, ვილი სანიოლი იტყვის: „ყველაფერი, რომ ისე ხდებოდეს, როგორც ბუქმეიკერები ლაპარაკობენ, მაშიმ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. ფეხბურთი არის სპორტი, სადაც ყველას აქვს შანსი. თუ შვეინარჩუნებთ ივნისის დროინდელ სათამაშო დისციპლინასა და ხარისხს, მაშინ ყველაფერი გამოგვივა"- ო. კიდევ ერთხელ, სანიოლი ბეთინგის თემას ხვალინდელ მატჩის საქართველოს კარის მცველთან დაკავშირებით შეეხო და იხუმრა: „სამწუხაროდ, ჯერ არ მინახავს ვის ანიჭებენ უპირატესობას ბეთები, მაგრამ, ხვალ დილით გადავწყვეტთ, ვინ დაიცავს საქარველოს ნაკრების კარს"-ო.
ფაქტია, რომ ხვალ, ორივე გუნდი მოედანზე 3 ქულის ასაღებად გავა. სტუმრები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ С4 ჯგუფის გამარჯვებული სწორედ ჩრდ. მაკედონია იქნება და ჩვენი ნაკრებიც, რომელსაც ერთი დივიზიონით დასაწინაურებლად, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება სჭირდება.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„ჩემთვის ყველაზე ძლიერი ჯგუფში გათამაშების დაწყებამდე მაკედონია იყო. თუმცა, 2 თამაშით ადრე ჩვენ ვლიდერობთ ჯგუფს და ვიმედოვნებ, რომ მოვახერხებთ პირველი ადგილით დამთავრებას. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ ძალიან ძალიან იმედგაცრუელბული ვიქნები", - ამბობს სანიოლი და დასძენს, „მიზნად თუ დაისახავ ერთ ქულას, მერე საქმე ისე არ გამოდის ხოლმე. ჩვენი ამოცანა იქნება დაცვაში კარგად თამაში, შეტევაში სწრაფად გადასვლა და პირველ ნომრად თამაში. ჩვენთვის კარგი არის, შევინარჩუნოთ პირველი ადგილი ჯგუფში. ვაჩვენოთ ის თამაში, რასაც ივნისში ვაჩვენებდით. მინდორზე 10 მოთამაშე და მეკარე ამის გაკეთებას შეეცდება. თამაშს ისე დავამთავრებთ, როგორც გვინდა".
ვილიც და გურამ კაშიაც, რომელიც ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან სასაუბროდ მოვიდა, თვლიან, რომ იმ დროიდან განსხვავებით, როდესაც სანიოლი საქართევლოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუნდში, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. „ახლა, ჩვენი ფეხბურთელებს სხვა განწყობა აქვს. ქართული კლუბების აღზრდილები, ძალიან კარგ დონეზე თამაშობენ და ამისთვის, კლუბების, ფედერაციის და აკადემიის მუშაობა აღსანიშნავია", - ამბობს სანიოლი.

იმ დროზე და თამაშზე, აღარ უნდა საუბარი გურამ კაშიას, რომელიც კლუბში ასრებულ პოზიტიურ გარემოზე ლაპარაკობს. საუბრობს თავის ახალგაზრდა კოლეგებზე, „ლოჩოზე" (ლოჩოშვილი), „კვარაზე" და „ჩაკვეზე".
„ნაკრებამდე არ ვიცნობდი. ახლა ვიცი, რომ არის კარგი ფეხბურთელი და პროფესიონალი. ხანდახან ვარჯიშის დროს, გგონია, რომ არ ვარჯიშობს და აკლებს რაღაცას. მაგრამ ის არის პრიფესიონალი და მშრომელი. მისთვის ფეხბურთი ყველაფერია. აუცილებლად, აუცილებლად მალე დაბრუნდება ძველი „ჩაკვე", თამაშიდან თამაშამდე დარბუნება. მალე კი არა, ის უკვე არის დაბრუნებული და ითამაშებს მაღალ დონეზე"- ამბობს გურამ კაშია.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედნიის ნაკრებების მორიგი დაპირისპირება, კვლავ „დინამო არენაზე" ამჯერად 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. განსხვავებით იმ მატჩისგან, რომლის გახსენებაც დღეს, ნაკრებში არავის უნდა, სანიოლის განკარგულებაში მყოფი 23 ფეხბურთელიდან 99%-ს საკუთარ კლუბებში, სათამაშო გამოცდილება აქვთ. ასევე იმ მატჩისგან განსხვავებით, ამ დღეს, სტადიონზე, ჩვენს ნაკრებს, გვერდში, ტრიბუნაზე ეყოლება მე-12 მოთამაშე, რომელიც მაშინ, კოვიდ-რეგულაციების გამო, სტადიონს მიღმა დარჩა. ამასთან, ცნობილია, რომ მატჩის დაწყებამდე 5 დღით ადრე, სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
„რა თქმა უნდა წნეხი ყოველთვის არის. ნებისმიერ თამაშზე. მითუმეტეს, როდესაც ძალიან ახლოს ხარ ჯგუფის მოგებასთან, მაგრამ რაც შეეხება გულშემატკივარს, არასდროს არ ყოფილა წნეხის ქვეშ თამაში, მითუმეტეს სავსე სტადიონზე. ვფიქრობ, პირიქით, ეს ჩვენთვის მოტივაციაა და ძალიან მახარებს, გულშემატკივარი, რომ ბრუნდება სტადიონზე. პირიქით, ბიჭები ძალიან შემართებულები ვართ. სავსე ტრიბუნების წინაშე, ყოველთვის განსაკუთრებული არის „დინამოზე" თამაში ჩვენთვის. ამიტომ, არ მგონია ამ წნეხს განვიცდიდეთ", - ამბობს კაშია.


და ბოლოს, კვლავ სტუმრების თემას, რომ მივუბრუნდეთ - არა თბილისირი საცობების მიზეზით, თუმცა, სტუმრებმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მთელი 12 წუთით დააგვიანეს, მიუხედავად იმისა, რომ ესკორტით მოძრაობენ და მერე, დაგვიანებისთვის, მოიბოდიშეს კიდეც. შესაბამისად, დიდად თავი არც საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასწრებით შეუწუხებიათ თავი. ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ მათ, ხვალ თამაშის დასრულების შემდეგ, ჯგუფში ჩარჩენის გამო მოვუბოდიშებთ.





ჩვენ
















