
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მოახერხა ერთი ლიგით დაწინაურება. „დინამო არენაზე" ვილი სანიოლის გუნდმა, პრინციპული მეტოქე, ჩრდ. მაკედონიის ნაკრები 2-0 დაამარცხა. სხვათა შორის ეს ის ანგარიშია, რასაც გუშინ სტუმარი გუნდის მედიის წარმომადგენლები „წინასწარმეტყველებდნენ", თუმცა პირიქით. „დინამო არენაზე" წლის ბოლი ოფიციალურ მატჩს 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ბუდუ ზივძივაძე დღევანდე, შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ფეხბურთელს, რამდენჯერმე ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. მათ შორის, ორი მომენტი, გულშემატკივარს, ყველაზე მეტად დაამახსოვრდა - ბუდუს შეეძლო ანგარიშის სამამდე გაზრდა, თუმცა, მანამდე კვარაცხელია საგოლე გადაცემაზე გაიყვანა. აღნიშნულ მომენტებზე მატჩის შემდეგ, ბუდუმ მედიასთან კომენტარიც გააკეთა: „ახლაც განვიცდი გამოუყენებელ მომენტს. ბოლოში ძალა არ მეყო. უკანასკნელი თამაშები კლუბში 90 წუთი არ მითამაშია და ალბათ, ამის ფაქტორიც იყო, რადგან ცოტა დავიღალე. თუმცა, ამაზე ვიმუშავებ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ თამაში უგოლოდ დავასრულე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვა და ჩემთვის ესაა მთავარი. რატომ გავაკეთე კვარაზე პასი? როცა მსგავსი მომენტი მექნება, როცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, აუცილებლად პასს გავაკეთებ".

ვილი სანიოლიმ, მატჩისწინა პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ მეკარის შესახებ გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მიიღებდა. „დინამო არენაზე" დღეს, ჩრდ. მაკედონიასთან სათამაშოდ, გიორგი მამარდაშვილი გამოვიდა. ამ ჯერზე, ლორია ისვენებდა. მატჩის შემდგომ, ყოფილი „დინამო თბილისის აკადემიელი", რომელსაც ქვეყნის მთავარ სტადიონზე არა ერთი მატჩი აქვს ჩატარებული იტყვის, რომ: „რთული მატჩი იყო. რთული იყო, ჩემთვისაც, რადგან „დინამო არენაზე" პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. გუნდმა კარგად ითამაშა, მოვიგეთ და კიდევ ერთხელ გავახარეთ ქართველი ხალხი". სხვათა შორის, „მამარდას" ცოტა მღელვარება მართლაც ემჩნეოდა.
დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენი გვერდის აზრით, რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა აუცილებელია. პირველი გიორგი აბურჯანიაა, რომელმაც საკმაოდ იმუშავა. კარგად და საიმედოდ იდგა დავით ხოჭოლავაც. „რა თქმა უნდა, თამაშს დადებითად შევაფასებდი, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, მთავარი ანგარიშია და 2-0 სავსებით დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, მითუმეტეს ნახევარფინალში გავედით და გვაქვს კიდევ ერთი შანსი იმ ოცნების ახდენისთვის, რაც არ გამოგვივიდა წინაჯერზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მწვრთნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს სასტუმროს არ დავტოვებთ, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სერიოზულად ვემზადებით გიბრალტართან თამაშისთვის და რამდენად აუცილებელია ამ სამი ქულის მოპოვება, რათა ნახევარფინალში ამ მშვენიერ არენაზე ვითამაშოთ ჩვენი ქომაგების წინაშე. ქართველი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სასწაული ატმოსფეროა ყველა თამაშზე, ძალიან დიდ მუხტს და ძალას გვაძლევენ. ტრავმა? ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშის შემდეგ მაწუხებს, არაფერი სერიოზული არ არის, უბრალოდ თამაშის ბოლოს სირბილში ხელს მიშლის", - ამბობს მატჩის შემდეგ ხოჭოლავა.

მიუხედავად, იმისა, რომ მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ცდილობდნენ ჩრდ. მაკედონიასთან რევანშზე ნაკლებად ეფიქრათ, ჯიბიდან ამოცლილი ევრო-ს საგზური, არც ისე მარტივი დასავიწყებელია. თბილისში, ჩრდ. მაკედონიასთან ბოლოს ჩატარებული მატჩისგან და გუშინდელი პრეს-კონფერენციისგან განსხვავებით, ამ ჯერზე, მედია ოთახში, სტუმრები ისე ჩუმად ისხდნენ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით ასეთ მეტოქესთან, ყველას გვახსოვს წარსული. გიბრალტართან, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სუსტი მეტოქეა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ნახევარფინალისთვის ქულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.

სხვათა შორის დღეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი, მისი გუნდის საზიანოდ ვითომდა მსაჯების შეცდომებზე გაამახვილებს ყურადღეაბს. ამას იტყვის, ჩრდ. მაკედონიელი მედიის შეკითხვების „დროს". ქართული მედიისთვის დათმობილ 2 შეკითხვის დასმისას, კი, მსაჯობაზე საუბრიდან თავშს შეიკავებს. სტუმართა მთავარი მწვრთნელი, იტყვის, რომ თამაშის ხარისხით, მისი გუნდი უფრო მეტს იმსახურებდა. ის, რომ საქართველოს ნაკრებმა გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედა, თამაშის შემდეგ იტყვის ვილი სანიოლიც, რომლის გუნდმაც ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა, თუმცა, ორივეში, თითო-თითო გოლი გაიტანა.
„ყოველთვის ისე არ არის როგორც გვინდა და ვგეგმავთ. იწყებ იდეით და მერე გიწევს გადაწყობა. პირველ ტაიმში თავდაჯერება და სისწრაფე გვაკლდა, მაგრამ გოლის მერე გავიხსენით. ფეხბურთი არ არის ჭადრაკივით და კომპიუტერული თამაშივით, ზოგჯერ მეტოქე გაჯობებს ტაქტიკურად... ჩვენ შევძველით, რომ მეორე ტაიმში უკეთ გვეთამაშა", - იტყვის სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკური მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წააგო ინდივიდუალისტების ნაკლებობის გამო, მაშინ როცა, საქართველოს ნაკრებმა ეს კოზირი კარგად გამოიყენა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ინდივიდუალურობაზე, მატჩის შემდგომ გურამ კაშიაც ილაპარაკებს: „ძალიან კარგი რამ მოხდა დღეს, რადგან ჯგუფი კიდევ ერთხელ მოვიგეთ. მეტოქე ბურთით ძალიან კარგად თამაშობდა, ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობით სხვაობა მოვახდინეთ, ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც „კვარა" და ბუდუ არიან, მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ინიციატივა კი მივეცით, მაგრამ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული. დაცვითი ფეხბურთი მთლიანად გუნდმა კარგად ვითამაშეთ, შეტევაში თამაში კი, უკეთ შეიძლებოდა", - ამბობს კაშია. კაპიტანი, „დინამო არენაზე" მოსულ გულშემატკივარს დიდ მადლობას უხდის და პირდება, რომ გიბრალტარში მოსაგებად მიდიან. „ეს რეიტინგისთვის გვჭირდება, რომ მესამე კალათაში გადავიდეთ. მნიშვნელოვანი თამაშია და ძალიან სერიოზულად მივუდგებით ამ თამაშს"-ო, ამბობს კაპიტანი.
![]() |
![]() |
გულშემატკივარს, მადლობას უხდის და გიბრალტარში, დაგეგმილი მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ჩვენი აზრით, პირველ ტაიმში ცოტა დაკარგული იყო, თუმცა, მეორეში აბსოლუტურად გამართულად ითამაშა.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი ოფიციალურად მოვიპოვეთ, გიბრალტარში მოსაგებად მივდივართ, რადგან გვინდა ჯგუფი გამარჯვებით დავასრულოთ. დღეს, ცოტა რთული თამაში გამოვიდა. შეიძლება ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ მოვიგეთ, გამარჯვება მოვიპოვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ყველა კმაყოფილია ამ შედეგით", - ამბობს კვარაცხელია.

„დინამო არენაზე" დღეს ანგარიში, 35-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა. მეტოქის საჯარიმოში, გამჭორი გადაცემის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ბოიან მიოვსკიმ ჩაჭრა. 64-ე წუთზე კი, მეკარესთან პირისპირ გასული ბუდუ ზიზვივაძემ, რომელსაც თავაც შეეძლო გოლის გატანა, ბურთი, კვარაცხელიას გადააწონა. ამ უკანასკნელმა კი, ვარდნაში მოახერხა ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა, ვინაიდან მის წინააღმდეგ, ჩრდ. მაკედონიელთა 2 მცველი გარდა, მასზე სათამაშოდ, მეკარეც გადმოსული იყო.
„მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია ეწერება თუ ზივზივაძე, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ძალიან დასაფასებელია ზივზივაძის პასი. ძალიან მაგრად მოიქცა ბუდუ და 100%-ით მისი გოლი იყო. შეიძლება ეს ტაბლოზე არ აისახა, მაგრამ ყველამ იცის, რომ დღეს გოლი ბუდუმ გაიტანა", - ამბობს კვარაცხელია, რომელმაც გოლის აღნიშვნისას გულშემატკივარს, რამდენჯერმე მიანიშნა გვერდით მდგომ ბუდუზე, როგორც ამ გოლის შემოქმედზე.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მოგებით, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საგზური, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ვადამდე ადრე მიიღო. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე, კი საქართველოს ნაკრების მიმდინარე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, გიბრალტარში აქვს გასამართი. მატჩი, 26 სექტემბერს არის დაგეგმილი.






ჩვენ










