
"მოგესალმებით. მე ვარ ბორტის კაპიტანი გიორგი ბახტაძე. გილოცავთ, გუშინდელ მოგებას და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას. გისურვებთ, მომავალ თამაშებში წარმატებას. მე ვარ საქართველო!" - ასე მიესალმა საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვების შემდეგ, საქართველოს ავიახაზების იმ ჩარტერული რეისის ბორტის კაპიტანი თვითმფრინავის მგზავრებს, რომელმაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, თბილისდან, მალაგაში ჩაიყვანა.

6 საათი და 10 წუთი მგზავრობის შემდეგ, ესპანურ მალაგაში თითქმის თბილისური ამინდი დაგვხდა. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ გზა, ავტობუსით გიბრალტარისკენ გააგრძელა. საზღვარზე კონტროლი და სასტუმროში დაბინავება. დღეს, ვილი სანიოლის გუნდს, რომელიც თბილისდან ჩვენი დროით 13:10 წუთზე აფრინდა და უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის ბოლო კალენდარული შევხედრის გასამართად 22 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემრთა, სხვა განსაკუთრებული გეგმა, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ვარჯიშს არ ჰქონია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრებს გიბრალტარში ვერ გაჰყვა გიორგი ჩაკვეტაძე. როგორც გუშინ, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ვილი სანიოლმა განაცხადა, „ჩაკვეს" სიცხე და მუცლის ტკივილი აწუხებდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელის ჯანმრთელობა გუნდის გამომგზავრებამდე არ გამოკეთდა, ამიტომ, ეროვნული მის გარეშე გამოფრინდა. აქვე გეტყვით, რომ გუნდში, საბრძოლო განწყობაა.

ხვალ, საქართველოს ნაკრები მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებს. თუ რა ვითარებაა გიბრალტარში, როგორ ემზადება ეს პატარა ქვეყანა მომავალი მატჩისთვის, უკვე მომდევნო სტატიებში მოგიყვებით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი", წყალტუბო, საქართველო)
მეცველები: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე", ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი),გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო", ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცველები/თავდასხმელები: საბა ლობჟანიძე („ჰათაისფორი", ანთაქია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი", სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).
#მევარსაქართველო





ჩვენ








