
ვიდრე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გიბრალტაში დაბინავდა, უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კვიპროსმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1-0. თუმცა, ჩვენი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩის ამ შედეგმა, კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, ქართულ წისქვილზეც დაასხა წყალი. ამ მომენტისთვის, ჯგუფებში ბოლო შეხვედრებამდე C დივიზიონიდან, ცნობილია, რომ თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი და საქართველო ერთი დივიზიონით უკვე დაწინაურდნენ. თუმცა, ბოლო შეხვედრას სხვა შინაარსის ინტრიგა აქვს.
26 სექტემბერს, გიბრალტარში, საქართველოს ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, დივიზიონის ორ საუკეთესო პირველადგილოსანი გუნდიდან ერთ-ერთი იქნება. ეს კი ჩვენს ნაკრებს, „ევრო 2024"-ის პლეი-ოფის სახლში თამაშის უფლებას მისცეს.
ხვალ, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შევხედრის წინ, გიბრალტარის ვიქტორიას სტადიონზე თბილისის დროით 20:00 (ადგილობრივით 18:00) ივარჯიშებს. ნახევარი საათით ადრე, ვილი სანიოლი მედიის კითხვებს უპასუხებს. ისევე როგორც თბილისში, გიბრალტარელები, დღეს დილის ვარჯიშითა და პრესკონფერენციით დაიწყებენ.





ჩვენ








