სრული მზადყოფნა, ცოტა ცვლილება, საბრძოლო განწყობა - დარჩა მხოლოდ ზურგის ქარი...
სრული მზადყოფნა, ცოტა ცვლილება, საბრძოლო განწყობა - დარჩა მხოლოდ ზურგის ქარი...
25.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფეხბურთი გიბრალტარში არ არის ისეთი პოპულარული, როგორც მინდვრის ჰოკეი. ამ ქვეყანაში, სპორტული მინდვრების უმეტესობაზე, სწორედ, ბალახის ჰოკეის თამაშობენ. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, არ იცის, რომ ხვალ მათ ქალაქში, უეფა-ს ერთა ლიგის С4 ჯგუფის ბოლო თამაშია, საიდანაც, მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მოგებული ჯგუფის გარდა, დივიზიონის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას გეგმავს. მატჩამდე პრესკონფერენციაზე, ვილის მასპინძელი მედიიდან ეკითხებიან არის თუ არა, ხვალინდელი თამაში მისთვის ისტორიული, რაზეც, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი პასუხობს:



„ეს არ არის ისტორიული შედეგი ჩემთვის, რადგან ეს, უფრო მოთამაშეებს უნდა ჰკითხოთ, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ უკეთესი გააკეთონ. რასაც გუნდი აკეთებს, არის ძალიან პოზიტიური, მაგარმ ეს არის მოთამაშეებზე მთლიანად დამოკიდებული. ეს არის მათი მძიმე მუშაობა 100 %-ით დახარჯვა არა მარტო  ეროვნულ ნაკრებში, არამედ კლუბებშიც, რადაგან ისინი მზად იყვნენ ეროვნული ნაკრებისთვის. გიბრალტართან, ჩვენგან ელოდება მოგებას. მეც ამას ველოდები, თუმცა, ფეხბურთში ასე ხშირად ვერ ხდება. ხვალ, მაინც შევეცდებით მოვიგოთ".




ჩვენი ინფორმაციით, პატარა, ჩიტის ბუდესავით სტადიონზე, რომელიც წყალსა და კლდეს შორის, ყოფილ სამხედრო და ახლა, ნაწილობრივ სამოქალაქო აეროპორტის გვერდით არის და დაახლოებით, 5-დან 6 ათასამდე გულშემატკივარს იტევს, ხვალ „ანშლაგს" ელიან. ჩვენი გვედრის ინფორმაციით, მატჩს, მთავრობის მაღალი ეშელონებიდან დაესწრებია. ამის გამო, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან მოძრაობა დილიდან შეზღუდული იქნება.  ადგილობრივი გულშემატკივრის გარდა, ხვალიდელ შეხვედრაში, ჩვენი გუნდისთვის ხელისშემშლელი კიდევ ერთი გარემოება შეიძლება იყოს - ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რაზეც ვილიმ უპასუხა:




„რა თქმა უნდა, ხელოვნურსაფარიანი მინდორი ბევრი რამის გადამწყვეტია. ზოგი მოთამაშე უკეთესად ასპარეზობს ასეთ მოედანზე. რაც შეეხება როტაციას არ ვიცი... ამ გარემოებებს გავითავლისწინებთ. ვეცდები მოედანზე ის გუნდი იყოს, რომელიც თამაშს მოიგებს. მოთამაშეებისთვის სათამაშო დრო არ არის ამჯერად მთავარი. რაზე უნდა ვიდადრო. არის რთული მოედანი. ზოგჯერ ბუნებრივზე თამაშობ, მაგრამ მოედნის საფარი კატასტროფაა...  ბურთი სხვანაირად გორაობს ხელოვნურზე... რაც შეეხება შემადგენლობას არ ფიქრობ, რომ 11 მოთამაშის როტაცია მოვახდინო", - ამბობს ვილი სანიოლი, გიბრალტარში გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე. არც იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, შედგება თუ არა გურამ კაშიას საიუბილეო, მე-100 თამაში ხვალ. თუმცა, სანოლი ამბობს, რომ ხვალ, საქართველოს ნაკრების კარს, გიორგი ლორია დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ „მამარდას" თამაშით კმაყოფილია.




დღეს, დილით, გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პრესკონფერეციაზე, თავი აარიდა ქართველთა გუნდის მოთამაშეებზე დასმულ შეკითხვას და მხოლოდ, ის აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში, ტოპ კლასის რამდენიმე მოთამაშეა და გუნდი გამართულ ფეხბურთს თამაშობს. დაახლოებით, იგივე ჰკითხა იმავე ჟურნალისტმა, რამდენიმე წუთის წინ ვილისაც, რაზეც ქართველთა მწვრთნელმა უპასუხა:


„კი, ჩვენ ნამდვილად გვყავს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი. თუ გულისხმობ, „კვარას", „ზუკა", „მამარდას", ნამდვილად არიან ჩვენთვის მნიშველოვანი მოთამაშეები კარგია, რომ ისინი კარგ ლიგებში თრამაშობენ. ახლა, ტრენდულია გუნდში გყავდეს ბრაზილიელი, არგენტინელი ფრანგი, ესპანელი... ჯერ, არ სჭირდებათ ქართველები, მაგრამ ეს მოთამაშეები მთელი ქართული ფეხბურთს „ლოკომოტივია" და ისინი ასწევენ გლობალურ დონეს ამ მიმართულებით".


და ბოლოს, გუნდში განწყობაზე და „მოგონებებზე" ნიკა კვეკვესკირმაც ისაურბრა, რომელიც დღეს, ისევე როგორც ერთა ლიგის პირველი გათამაშებისას, სასტარტო შეხვერდაზე ასტანაში მწვრთნელს ახლდა, ამჯერად ვილი სანიოს ამოჰყვა მედიასთან შეხვედრაზე. თანაც განსხვავებით, იმ სეზონისგან, ამჯერად, უფრო ძლიერი ქართული გუნდი, საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავსო. ამის გვჯერა ჩვენც.




„გვესმის რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ თამაშს, ბურთების შეთავსებას და ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთოდ.  ბვშვობაში, ოცნება იყო ნაკრებში მეთამაშა. ნაკრებში სადებიუტო თამაში გიბრალტართან იყო და  4-0 მოვიგეთ... კარგი მოსაგონარია. არასდროს დამავიწყდება" - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.


და ბოლოს, ხვალ, გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. სრული მზადყოფნა, ცოტა ცვლილება, საბრძოლო განწყობა - დარჩა მხოლოდ ზურგის ქარი, რომელიც ამ სტადიონზე, დილის ჩახუთულობის შემდეგ, სიამოვნებას გგვრის.