მოგებული თამაში, ჯგუფი, დივიზიონი და ფეხბურთელები, ვისზეც ვილი გაბრაზდა, თუმცა მედიასთან არ „ჩაუშვა“
მოგებული თამაში, ჯგუფი, დივიზიონი და ფეხბურთელები, ვისზეც ვილი გაბრაზდა, თუმცა მედიასთან არ „ჩაუშვა“
27.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლიმ, არ დააკონკრეტა გიბრალტართან სასტარტო შემადგენლობა, თუმცა, აღნიშნა რომ როტაცია აუცილებლად მოხდებოდა. ერთი, ვისზეც, ამ დრეს, ფრანგმა დადასტურებით თქვა, გიორგი ლორია იყო, რომელიც დღეს, პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და შესვენების შემდეგ, გამოცვლა თავად ითხოვა.

„ლორიამ,მუხლი იტკინა და ამის გამო მოგვიხდვა ცვლილება. სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვფიქრობ, არ უნდა იყოს საშიში. მან ითამაშა კარგი პირველი ტაიმი. იმედია, რომ ნოემბრისთვის კარაგად იქნება",  - ამბობს სანილი მატჩის დასრულების შემდეგ.




საბოლოოდ კი სანიოლი, ჩრდ. მაკედონიასთან თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად, სასატარტო შემადგელობაში თამაშის საშუალება გიორგი ლორიას გარდა, ირაკლი აზაროვს, ანზორ მექვაბიშვილსა და საბა ლობჟანიძეს მისცა. ვერ ვიტყვით, რომ ფლანგები არ იყვნენ „ცოცხლად", ერთხელ, ანრი მექვაბიშვილმაც კარგად გაისროლა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ბურთი კი დაიჭირა, თუმცა თამაში ნამდვილად ის არ იყო, რომელსაც ქართველი ქომაგი მოელოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნურსაფარიანი მოედანი იყო. კიდევ ერთი, ალბათ გრძელი გზის შემდეგ, ცოტა დაღლამაც იჩინა თავი. არც ისაა, გამორიცხული, რომ გუნდმა, რომელმაც B დივიზიონში აინაცვლა, თანაც С დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდს შორის გიბრალტართან მატჩამდე მოხვდა, საქმე გაკეთებულად ჩათვალა და უბრალოდ, კალენდარული თამაშები ოფიციალურად დახურა.


„თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა ხელოვნურსაფარიან მოედანზე. ვიცოდით, რომ განაღედბული გვქოდნა პირველი ადგილიც ჯგუფში. გიბრალტარს არ ჰქონდა შანსი პირველ ტაიმში. კარგად ვითამაშეთ. მეორეში გავაკეთეთ ცვლილებები. ვინც სკამიდან შემოვიდა ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან მოველოდთ. ფაქტია, რომ მოთამაშეებმა უნდა გაიგონ, რომ თუნდაც 5 წუთი იყვნენ მოედანზე, უნდა  გააკეთონ ყველაფერი და დაიცვან ის დისციპლინა რასაც მათგან ელიან. საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს 16 ქულა, ჩვენ ვართ ყველა ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე, გუნდი. ამ მატჩმა  გვაჩვენა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება უნდა ვისწავლოთ", - ამბობს სანიოლი.




ალბათ, ერთი რამ, რაც სანიოლის გუნდმა უნდა ისწავლოს, სათამაშო დისციპლინაა. დაკვირვებულ მკითხველს, ემახსოვრება, რომ გუნდში ფრანგი, მოსვლისთანავე სწორედ, სათამაშო დისციპლინაზე აკეთებდა აქცენტს. რაღაც მომენტში მწვრთნელს, ფეხბურთელებთან ამ მიმართულებით, საჯაროდ პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა, დღეს, თამაშის მიწურულს მან აღშფოთება ვერ დამალა, ფრაზა „ჩამოეძინათ" კი, გიბრალტარის ვიქტორიას სტადიონზე თითქმის ყველამ გაიგო, ვინც სათადარიგოთა სკამის უკან მდებარე ტრიბუნაზე იჯდა.


„თამაშის ბოლოს მართლაც გავბრაზდი. დიახ, ვიგულისხმე კონკრეტული მოთამაშე, მაგრამ არ აქ, არ გეტყვით, რომელი,"- ამობს სანილი.




ანგარიში ამ შეხვედრაში 11-მეტრიანით, რომელიც თავად მოიპოვა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მე-19 წუთზე. კვარას, თამაშიდანაც შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა, ამჯერად მან ბუდუ ზივზივაძე სცადა საგოლე პოზიციაზე გაეყვანა, ამასობაში კი, ბურთი დაიკარგა. ტაიმის ბოლის, ლორიამ, მცველებთან ერთად კი მოახერხა კარის გადარჩენა, თუმცა, თავად შესაცვლელი გახდა. მეორე ტაიმის სტარტზევე გიორგი წიტაიშვილამ ანგარიში ორამდე გაზარდა. აი, შემდეგ კი, დაიწყო ის, რასაც მატჩის შემდგომ პრესკონფერეიციაზე სანიოლი დისციპლინის დარღვევას დაარქმევს. 75-ე წუთზე, VAR-მა გოლი ჩაგვითვალა. თუმცა, მატჩი, მაინც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.




ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრებმა, არა მხოლოდ C დივიზიონი მოიგო, B-ში აინაცვლა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, 1/2 ფინალის სახლში თამაში გაინაღდა, ერთა ლიგის ყველა დივიზიონში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.


და ბოლოს, ეროვნული ნაკრების მაისურით, მე-100 მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ. საქართველოს ნაკრებმა, ვილი სანიოლიხ ხელმღძღვანელობით კი, 11 თამაშია არ მარცხდება.