საქართველოს U19-მა მონტენეგროსთანაც წააგო

28.09.2022
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლა, მონტენეგროსთან მარცხით დაასრულა - 3:1.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 54-ე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, ოქტომბერში 17-წლამდე ნაკრები ითამაშებს.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.





ჩვენ








