
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ფინალში, „დინამო თბილისი" კატალონიურ „ესპანიოლს" შეხვდება. დინამოელებმა ფინალური საგზური საკმაოდ დრამატულ ½ ფინალში მოიპოვეს, სადაც 11-მეტრიანების სერიაში მოსკოვის სპარტაკის დამარცხება მოახერხეს.
11-მეტრიანების სერიისას, მოსკოველებმა ერთი დარტმული კარს ააცილეს, ერთიც კი თბილისელთა მეკარემ ლუკა ხარშილაძე მოიგერია. ასე, რომ მეხუთე „პენალტისტებს" ბურთთან მისვლა აღარ დასჭირვებიათ. „დინამო თბილისმა" 4-2 მოიგო. თუმცა 11-მეტრიანებამდე იყო საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა, რომელშიც მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობა ქართველი ფეხბურთელების მხარეს იყო. თუმცა, „სპარტაკის" კარის სადარაჯოზე კარგად იდგა, მოსკოველთა მეკარე ეგორ მელიოხინი. შეხვედრის ძირითადი დრო კი ფრედ 0-0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტურნირში მონაწილეთა ასაკისა (15-წლამდე ფეხბურთელები) და გადაუღებელი წვიმისა, „დინამო თბილისის" - მოსკოვის „სპარტაკის" დაპირისპირებას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო „დინამო თბილისის" აკადემიაში. მათ შორის „დინამო თბილისის" მოქმედი ფეხბურთელები. ისინი, კი ვინც აკადემიაში შემოსვლა ვერ მოახერხა, აკადემიის გარშემო მდებარე სახლების ფანჯრებიდან და სახურავებიდან ქომაგობდნენ „დინამო თბილისისს" (ისინიც კი ვინც არც თბილისელი იყო და არც „დინამოს" გულშემატკივარი. უბრალოდ, ის რაც წლების წინ ჩაიდო, როგორც ჩანს გენეტიკური კოდის ფუნქციით დაიტვირთა).
29 აპრილს, ტურნირის ბოლო მატჩში, კი უკვე „დინამო არენაზე" „დინამო თბილისი" 17:00 საათზე „ესპანიოლს" დაუპირისპირდება..

კატალონოელებისა და მინსკის „დინამოს" შეხვედრა „ესპანიოლის" კარნახით წარიმართა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ისურვა, რომ ტურნირის შინაარსიდან გამომდინარე სასურველ მეტოქე მასპინძელი, „დინამო თბილისი" ყოფილიყო. საკუთარი მოთამაშეების სილაღე კი სათამაშო მოედანზე იმით ახსნა, რომ ფეხბურთელებს პირველ რიგში საკუთარი თამაშით სიამოვნებას სთხოვს და მხოლოდ, ამის შემდეგ შედეგს.
მწვრთნელის ამ მითითებას კი, „ესპანიოლის" თამაშის შემხედვარე, ფეხბურთში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებიც კი მარტივად შეამჩნევდნენ. გუნდში, რომელშიც 14-15 წლის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ყველა მოთამაშე გრძნობდა ბურთს და მომენტს შესაბამისად, არც სხვადასხვა ფინტების გაკეთება უჭირდათ და არც მინსკელთა კართან სახიფატო მომენტების შექმნა, სადაც ჩვენის აზრით ამ ტურნირის საუკეთესო მეკარე, ტიმოფეი იურასოვი რომ არა, ანგარიში პირველ ტაიმშიც გაიხსნებოდა. „ესპანიოლმა" კი პირველი გოლი მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანა. ანგარიში, კატალონიელთა მე-7 ნომერმა ერიკ კუენკამ გაიტანა 1-0 . იმ ფეხბურთელმა, რომლის „ამოკეტვასაც" მინსკელები, მთელი პირველი ტაიმში ცდილობდნენ და დინამოელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს ამ ნახევარში მოახერხეს. თუმცა, მეორე ტაიმში კუენკამ „აიშვა" და მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, ბელორუსთა კარში 55-ე და 57-ე წუთებზე გოლი მათეო რეგატიომ გაიტანა. „ესპანიოლმა" კი 4-0 მოიგო და ახლა, ფინალში „დინამო თბილისს" დაუპირიპსირდება.

5-8 ადგილებისთვის პირველი წყვილი „დინამოს აკადემიის" მოედანზე დილის 12:00-დან გამოვიდა. სფფ-ს აკადემია, იტალიურ „ჯენოას" შეხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც მხოლოდ, მეორე ტაიმის მიწურულს, 63-ე წუთზე, სფფ-ს აკადემიის მოთამაშის ავტოგოლით გაიხსნა. თუმცა, იტალიელებმა მალე თავადაც მოახერხეს გოლის გატანა. გოლი ანტონიო ბოჩო ინსოლიტოს ანგარიშზე. „ჯენოამ" კი 0-2 მოიგო და ახლა 5-6 ადგილებისთვის კიევის „დინამოს" დაუპირისპირდება.

თავის მხრივ კიევის „დინამომ", რომელიც მიმდინარე ტურნირზე ვიტალი დარასელიას თასის მფლობელის რანგში გამოდიოდა, ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ტურნირის დასკვნითი დღემდე კი ერთ-ერთ ბოლო მატჩში, „ვიტესი" დაამარცხა 4-2. უკრაინელებმა მეორე წუთზე ვოლოდიმირ ზდირკოს გოლით გახსნეს ანგარიში. ვესლი მუიტმა მე- 17 წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1-1 დასრულდა. მეორე ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. კირილ პოპოვმა დუბლი შეასრულა 3-1. თუმცა, ერთი გოლი „ვიტესმაც" გაიტანა. ის, ერაი სიურულის ანგარიშზეა, 3-2. მატჩის დასრულებამდე „დინამომ" მეოთხედ აიღო ვიტესელთა კარი.
7-8 ადგილებისთვის „ვიტესი" და სფფ- ს აკადემას შეხვდება. ვიტალი დარასელიას ტურნირზე ეს არის 2 გუნდი, რომლებსაც არც ერთი მატჩი არ მოიგიათ.





ჩვენ








