
საქართველოს ნაკრებისთვის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებლი გამოდგა. დღეს, მედლების ორი კომპლექტი თამაშებოდა, ერთი ქალებში და ერთიც კაცებში. ჩვენს გუნდს კი, ამ დღეს, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა - ლუხუმ ჩხვიმიანი. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება, თუმცა, მას, ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან, დამატებით დროში იპონი გაეპარა და დამარცხდა.
ტაშკენტში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არის წასული და იმედია, ლუხუმის წარუმატებლობა, ჩვენი გუნდის წევრებს, ბევრად უფრო მობილიზებულებს გახდის. მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 13 ოქტომბერს, მედლებისთვის გუნდები იბრძოლებენ. მანამდე კი, ყოვლედღიურად წონითი კატეგორიების მიხედვით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონები გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 ჯუდოკათი არის წასული. უკვე ლუხუმის გამოკლებით კი მედლების მოპოვებას, 8 ვაჟი და 2 გოგონა შეეცდება.
7 ოქტომბერი: -52კგ, -66კგ - იასპარეზებს ვაჟა მარგველაშვილი
8 ოქტომბერი: -57კგ, -73კგ - იასპარეზებენ ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი
9 ოქტომბერი: -63კგ, -81კგ - იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილი
10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ იასპარეზებენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე
11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ იასპარეზებენ ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე
12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ იასპარეზებენ სოფიო სომხიშვილი და გურამ თუშიშვილი
13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.
მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები 2021 წელს, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების გაუმჯობესებას, როდესაც ჩვენმა ჯუდოკებმა ოთხი მედალი მიპოვეს, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. ამ ეტაპზე 2022 წლის მთავარ შეჯიბრზე კი ტიტულის დაცვას „შავი" შეეცდება. ტატო გრიგალაშვილი, რომელიც წონის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, ვიმედოვნებთ, რომ შედეგს გააუმჯობესებს. თუმცა, ისევე, როგორ „ლიპო" და ილია სულამანიძე. მათ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
ფოტო: (c) Di Feliciantonio Emanuele-ს არქივიდან





ჩვენ








