საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისვის ემზადება
05.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრადიციული და ცხელ-ცხელი კატალოგი „სპორტფოტოს", რიგით მე-8 გამოცემის რამდენიმე ეგზემპლარი, პირდაპირ პრეზენტაციიდან, თბილისის სპორტის სასხლეში ავთანდილ ასათიანსა და რონინოს გადაეცათ. კატალოგში შესული კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის ელისანდროსთვის კი, რომელიც ამჯერად ტრავმას ბრაზილიაში იშუშებს და ოქტომბრის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ვერ დაეხმარება, გუნდის წარმომადგენლები შეინახავენ და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადასაცემენ.

რაც შეეხება, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებს, ის 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის საკვალიფიკაციო მატჩში ბელგიას დაუპირისპირდება, რომლებმაც დღეს, აღნიშნიული გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლეს და 11-0 დაამარცხეს.


ავთანდილ ასათიანის გუნდმა კი, სპორტის სასახლეში, 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მომავალ მატჩებში ნაკრებს, ტრავმის გამო გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი, ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება. შესაბამისად, ელისანდროს მსგავსად, აღნიშნულ მატჩებში, ისიც დააკლდება ჩვენს გუნდს. მათ გარეშე კი, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის პირველი შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ივარჯიშეს:


მეკარეებმა: ალექსანდრე ჯამბურიამ (თელასი, თბილისი, საქართველო) და თორნიკე ბუკიამ (კემი, ფინეთი)


ვარჯიშზე იყვნენ წინა ხაზის მოთამაშეები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი).


მიუხედავად დანაკლისისა, გუნდში სრული მობილიზება და საბრძოლო განწყობაა. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს. ჩვენი გუნდი, რომელიც მეორე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა ბელგიისა და ავსტრიის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას. 8 ოქტორმბრის შემდეგ, ჩვენები სწორედ, ავსტრიას დაუპირისპირდებიან 12 ოქტომბერს, ვენაში.  მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ევროპის ზონაში, სულ 12 ჯგუფია. მომდევნო, ელიტ-რაუნდში,  ამ 12 ჯგუფის გამარჯვებული და კიდევ ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გავა. დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი ნაკრები კი, ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას უკვე, პლეი-ოფში გააგრძელებს.


აქვე შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის ნაკრებმა, აღნიშნული ტურნირის მოსამზადებელი ეტაპისთვის რიგის თასზე იასპარეზა, ორი სპარინგი გამართა და ორივეში გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩებში, დებიუტი ჰქონდა ახალ ნატურალიზებულ ფეხბურთელს -ფერნანდო დრასლერს, რომელმაც მართალია ამხანაგურ თამაშებში, მაგრამ საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლებიც გაიტანა და საგოლე გადაცემებიც ჩაიწერა აქტივში.