მორიგი უმედლო დღე ტაშკენტში
მორიგი უმედლო დღე ტაშკენტში
07.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი საასპარეზო დღე მედლის გარეშე დასრულდა. -66კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო ვაჟა მარგველაშვილს, თუმცა, ქართველი შეხვედრის ბოლო წამზე, საკუთარ მოძრაობაზე დაიჭირა მოლდაველმა დენის ვიერუსმა და ვაზარი აართვა, რაც ქარველს, მედლის ფასად დაუჯდა.

საასპარეზო დღე კი, მარჯველაშვილმა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად ქართველმა მაროკოს წარმომადგენელი აბდერაჰმან ბოუშიტა იპონით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში კი, უკრაინის სახელით მოასპარეზე კარო მარანდოანს სძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯოშიო მარუიამა შეხვდა და იპონით დამარცხდა. მარგველაშვილმა, ასპარეზობა რეპეშაჟიდან გააგრძელა და ისრაელის წარმომადგენელის ბარუჩ შმაილოვის დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი მიეცა.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღესაც მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა, -66კგ წონით კატეგორიაში მამაკაცებსა და -52კგ-ში ქალებს შორის. ორივე წონა იაპონისს წარმომადგენლებმა და-ძმა აბეებმა მოიგეს.


ხვალ, ტაშკენტის ტატამზე მედლების კიდევ 2 კომპლექტი გათამაშდება. ამჯერად, -73კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებისთვის მედლის მოგებას ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება, რომელიც ამ ეტაპზე აღნიშნულ წონაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. -57კგ-ში კი, ეთერ ლიპარტელიანი ქალთა ქართული ძიუდოს ისტორიის ახალ ფურცელს დაწერს.



ფოტო: @IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი