
ქართველმა მოციგურავეებმა 2022-2023 წლების სეზონი წარმატებით დაიწყეს. ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ტურნირზე, მედლების პირველი კომმპლექტი მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში გათამაშდა.
ოთხმაგი სალჰოვისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია მორისმა წარმატებით შეასრულა და ამ ელემენტში მსაჯებისგან მაღალი შეფასება მიიღო. ამასთან მორისმა, პროგრამის მეორე ნახევარში საფირმო ოთხმაგი ტულუპიც მიაყოლა. პროგრამის ამ მონაკვეთში კი, ნებისმიერი ილეთი უფრო მაღალი ქულებით ფასდება. აღსანიშნავია, რომ მორისი მაყურებლის წინაშე სეზონის სადებიუტო გამოსვლაში ახალი მოკლე პროგრამით წარსდგა და 13 ქვეყნის 20 მონაწილეს შორის, თავისუფალი პროგრამის შესრულებამდე (80.16 ქულით) მეორე საფეხურზე იმყოფებოდა. რაც შეეხება თავისუფალ გამოსვლას, აქ, ყვითელაშვილმა ასევე მეორე შედეგი აჩვენა და ორი პროგრამის ჯამშიც 231.30 ქულით მეორე იყო. ამ შედეგით, მორისმა სეზონის პირევლი მედლის მოგება შესძლო.
ხვალ, 8 ოქტომბერს, ესპოში თავისი მოკლე პროგრამით იასპარეზებს ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა, რომელიც 25 -ე სასტარტო ნომრით გამოვა და სეზონის ახალ პროგრამას წარმოადგენს მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.





ჩვენ








