ქართული საკალათბურთო ლეგიონი - მამუკელაშვილი / ბითაძე
ქართული საკალათბურთო ლეგიონი - მამუკელაშვილი / ბითაძე
08.10.2022
ავტორი: ი.პ.

მილუოკი ბაქსი საგამოფენო მატჩების ჩასატარებად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რომლის დედაქალაქიც ნბა-ს ანუ დაბის თამაშებს მასპინძლობს. მამუკელაშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა "ატლანტასთან" გამართა და 113:123 დამარცხდა. 

მილუოკელებმა ამ მატჩში 15 კალათბურთელით ითამაშეს. მამუკელაშვილმა 14:46 წუთში 5 ქულამიითვალა (3-დან 1 სამქულიანი, 1 ორქულიანი). ქართველი ფორვარდის ანგარიშზე იყო 2 პასი და 1 მოხსნაც, მან ბურთი ორჯერ დაკარგა. წაგებულ გუნდში 19 ქულით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო. ატლანტას რიგებში დეჯონტე მარის ანგარიშზე 25 ქულაა, ტრეი იანგის - 22.


მილუოკი, რომელიც NBA-ს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, სეზონის დაწყებამდე კიდევ სამ თამაშს გამართავს - 8 ოქტომბერს გუნდი ისევ ატლანტას გაეჯიბრება, კვლავ აბუ-დაბიში.


შეგახსენებთ, რომ პირველ საგამოფენო მატჩში მამუკელაშვილმა მემფისთან ბაქსს 15 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე იყო 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც.


მატჩის ვიდეო-კოლაჟი


***


ბითაძის პირველი საგამოფენო მატჩი: 5 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება


გოგა ბითაძემ პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა. მისი ინდიანა ნიუ იორკ ნიკსს შეხვდა და დიდი სხვაობით - 114:131 წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ საგამოფენო მატჩში, რომელშიც ინდინელებმა შარლოტს მოუგეს, ქართველ ცენტრს არ უთამაშია,  მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ნიუიორკელებმა არც მეტი არც ნაკლები, 46 ქულა ჩააგდეს.


ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი ნაყოფიერი იყო: 16 წუთში 5 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება და 8 მოხსნა მოაგროვა, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.


24 ქულით მატჩის ბომბარდირი ნიუიორკელი ტოპინი გახდა.


„ინდიანა პეისერსი" მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს ისევ „ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად ინდიანაში.