მესამე ფინალი ჩვენია
მესამე ფინალი ჩვენია
29.04.2018
ავტორი:

„ალკმაარი", „დინამო კიევი" და „ესპანიოლი" - ვიტალი დარასელიას სახელობის თასი, ვერც წელს, რიგით მე-3 გათამასებაზე დარჩა საქართველოში. თუმცა „დინამო თბილისის" 15-წლამდე ფეხბურთელები, ევროპაში უკვე პოპულარული რიგირ მე-3 ტურნირის ფინალში ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. ტურნირის ისტორიაში კი "დინამო თბილისმა" მეორე ფინალი ითამაშა.

„დინამო თბილისი", არაფრით ჩამოუვარდებოდა კატალონიური ბარსელონას „ესპანიოლს", რომლემაც სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, დებიუტში გატანილი გოლის წყალობით თამაშის საწყისს ეტაპზე ფსიქოლოგიური უპირატესობა უფრო მოიპოვა, ვიდრე სათამაშო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „დინამო არენაზე" (საშინაო სტადიონის მიუხედავად), დინამოელებს უფრო უჭირთ მსგავს ტურნირებში თამაში, პასუხსისმგებლობიდან გამომდინარე, ვიდრე სტუმარ გუნდს (მით უმეტეს უცხოურს), რომელიც „ესპანიოლის" შემთხვავში, ამ ტურნირებზე მოასპარეზე ყველა სხვა გუნდისგან განსხვავებით უბრალოდ, ფეხბურთს თამაშობდა.

ვახტანგ იაგორაშვილის ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „დინამომ", „ესპანიოლის" რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გათიშვა მარტივად მოახერხა. თუმცა, როგორც სჩანს აქცენტი უფრო ამ კომპონენტზე გააკეთა და რეალურად გოლები გაეპარა. პირველად ეს მატჩის მე-7 წუთზე მოხდა, როდესაც ერიკ კუენკას, კატალონიელთა მე-7 ნომრის გადაცემის შემდეგ, ჟერარ პერეირამ გახსნა ანგარიში 0-1, ხოლო მომდევნო მომენტი 36-ე წუთზე მატეო რეგატიიომ არ გაუშვა ხელიდან 0-2.


ბუნებრივია, არც „დინამო თბილისი" იჯდა გულხელდაკრეფილი, თუმცა თბილისელებს ამ დღეს, იღბალი უფრო არ სწყალობდათ. თორემ კატალონიელთა მეკარეს (რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოვიდა), განსაკუთრებით მეორე ტაიმის მიწურულს უფრო დასჭირდა გარჯა. თუმცა, მანამდე, მეორე ტაიმის დასაწყისში, 44-ე წუთზე დინამოელების მიერ დარტყმული 11-მეტრიანის მოგერიაებაც მოახერხა.

გაფუჭებული პენალტის მიუხედავად, შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა, დინამოელების შეტევები გაამწვავა და ერთ-ერთი ასეთი, ჯადული იობაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა 1-2. მატჩის გადასარჩენად და პენალტების სერიაში გადასაყვანად „დინამო თბილისს" კიდევ რჩებოდა დრო. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელებმა „ეპანიოლის" კართან მოწყობილი შტურმის მიუხედავად ამის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და 1-2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ½ ფინალშიც „დინამო თბილისს" 11-მეტრიანების სერიის შესრულება მოუხდა. ფაქტია, რომ გუნდს აღდგენისთვის უფრო ცოტა დრო ჰქონდა, ვიდრე „ესპანიოლს" რომელმაც ½ ფინალში მინსკის „დინამო" იოლად დაამარცხა.



ფინალამდე ვიტალი დარასელიას სახელობის მე-3 გათამაშებაში 3-8 ადგილები გათამაშდა. მატჩები „დინამოს აკადემიაში" ჩატარდა. მე-3 ადგილისთვის მოსკოვის „სპარტაკმა" მინსკის „დინამო" დაამარცხა 5-0; შესაბამისად „დინამო" მე-4 ადგილზე გავიდა.

5-6 ადგილებისთვის იტალიურმა „ჯენოამ", „დინამო კიევი" 4-3 დაამრაცხა.

7-8 ადგილებისთვის სფფ აკადემია ჰოლანდიურ „ვიტესთან"  0-2 დამარცხდა.

„დინამო არენაზე", სადაც არც თუ ცოტა მაყურებლის წინ ფინალური მატჩი ჩატარდა, გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემინიაც გაიმართა. ამ საზეიმო ნაწილში, ტრადიციულად, მონაწილეობა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა,  პოლიტიკოსებმა, სპონსორებმა, სფფ-ს ხელმძღავნელებმა და სკ „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა მიიღეს.  მათ გამარჯვებული გუნდების გარდა, ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესოები დაასახელეს.

ტურნირის საუკეთესო მეკარე, მინსკის „დინამოს" კარის მცველი ტიმოფეი იურასოვი გახდა.

საუკეთესო მცველად „დინამო თბილისის" ფეხბურთელი საბა ხვადაგიანი დაასახელეს.  

ტურნირის ბომბარდირი კიევის „დინამოს" ფეხბურთელი კირილ პოპოვი გახდა.

საუკეთესო გოლის ავტორად ასევე „დინამო თბილისის" მოთამაშე გიორგი აბუაშვილი დასახელდა.

კიდევ ერთი დინამოელი დასახელდა ნომიმანტთა შორის, ტურნირის აღმოჩენა გახდა ჯადული იობაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელი ტურნირზე მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარა იყო. ის ჯერ მხოლოდ 13 წლისაა.


ერიკ სალგუერო კუენკა, „ესპანიოლის" ეს ფეხბურთელი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ჩვენ კი ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სახელებთან ერთად, გირჩევთ ეს სახელი კარგად დაიმახსოვროთ, რადგან მის შესახებ საქართველოშიც, მომავალში, აუცილებლად ბევრს ილაპარაკებენ.

რაც შეეხება „დინამო თბილისს", კატალონიელები ქართული კლუბის მიწვევას, მსგავსი შინაარსის ესპანურ ტურნირზე გეგმავენ. იტალიური „ჯენოას" ხელმძღვანელობა კი, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელით, მათ შორის დინამოელთა მეკარით ლუკა ხარშილაძითაც დაინტერესდა.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის  ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი კი, გულშემატკივარს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. არის ვარაუდი, რომ მეოთხე გათამაშებაში თბილისში, მადრიდის „რეალისა" და ტურინის „იუვენტუსის" აკადემიების გუნდები ჩამოვლენ. ასე, რომ პოპულარული ქართული ტურრნირის მასპინძლებს, დინამოელებს, თასის მოპოვება უფრო დიდ გუნდებთან პაექრობისას მოუწევთ.