
გერმანიაში, ფრანკფურტის ფესტჰალეს საგამოფენო ცენტრში დღეს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფა-ს წევრი ქვეყნებიდან ევროპის მომავალი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შანსი, ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნარკების გარდა, 53 წევრ ქვეყანას მიეცა. განსხვავებით კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთსა და ბელარუსს საკუთარი დროშით და ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება მისცა, უეფა-მ რუსეთი, კვლავ ბორტს მიღმა დატოვა.
ევროპის 53 ნაკრები კი, 10 ჯგუფში იყო გადანაწილებული. საქართველო, მე-4 კალათაში, პირველ ნომრად მყოფი, პირველ, წილისყრის დასრულებამდე უკვე, საკმაოდ ძლიერ და საინტერესო ჯგუფში მოხვდა და ესპანეთის, ნორვეგიისა და შოტლანდიის შემდეგ. ჩვენს ჯგუფში, სულ ბოლოს მე-5 კალათიდან გიბრალტარი ამოვიდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთი და გიბრალტარი, ერთ ჯგუფში, უეფა-ს გადაწყვეტილებით ვერ მოხვდებოდნენ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნაკრები, რომელიც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპიდან საშინაო თამაშებს, არა გიბრალტარის „აეროპორტის საფრენ ბილიკზე", ბეტონის მოედანზე, არამედ, პორტუგალიაში ჩაატარებს, B ჯგუფში გადაბარგდა ავტომატურად. ჩვენთან კი, თემურ ქეცბაიას კვიპროსი მოხდვა.

წილისყრის შემდეგ შვიდ ჯგუფში ხუთი-ხუთი ნაკრები გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები, 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა. კიდევ სამი ჯგუფი ექვსი ნაკრებისგან დაკომპლექტდა. „ევრო 2024"-ზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 გუნდი გააგრძელებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გასული 12 ნაკრებიდან, სამი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.
ფრანკფურტში გამართულ წილისყრის პროცესს, საქართველოდან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივარნი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდე იაშვილი, ზაზა ზამთარაძე და გუნდის მედია-ოფიცერი ოთარ გიორგაძე დაესწრნენ. ფრანკფურტში იყო, როგორც მოგვიანებით გაირკვა ჩვენი მომავალი მეტოქის, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც.





ჩვენ








