
ფინეთის ქალაქ ესპოში დღეს, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა ქალთა ერთეულთა თანრიგში. შეჯიბრში მონაწილე 25 სპორტსმენს შორის, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, ორი პროგრამის ჯამში, 197.56 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
ჩვენი მოციგურავე, მოკლე პროგრამის შემდეგ, 68.03 ქულით მართალია, მეორე საფეხურზე იყო, თუმცა საბლოოდ, წინ ორი კორეელი სპორტსმენი გადაუშვა. ევროპის მასშტაბით კი, გუბანოვამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ტურნირზე, რომელიც ჩვენი მოციგურავისთვის პირველი ოფიციალური სტარტი იყო, ანასტასიამ სეზონის ახალი პროგრამები წარმოადგინა.
გამომდინარე აქედან, სასტარტო შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი, წარმატებულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

ფინეთში მიმდინარე ტურნირის პარალელურად პოლონეთის ქალაქ გდანსკში იუნიორთა შორის გრან პრის მეექვსე ეტაპი გაიმართა. მოცეკვავე წყვილების შეჯიბრში, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის გრეიც ელიზაბეტ ვაენიკისა და ეჰორ ბარშაკის დებიუტი შედგა. თავისუფალი პროგრამაში მათ მე- 10 პოზიცია აჩვენეს, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 128, 03 ქულით, 17 მონაწილე წყვილს შორის მე- 11 ადგილი დაიკავეს.





ჩვენ








