„ეთერი“ - ამბავი ქართველ ჯუდოკაზე, რომელსაც IJF-ის ოფიციალურმა გვერდმა საგანგებო სტატია მიუძღვნა
„ეთერი“ - ამბავი ქართველ ჯუდოკაზე, რომელსაც IJF-ის ოფიციალურმა გვერდმა საგანგებო სტატია მიუძღვნა
10.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეთერ ლიპარტელიანი, 23 წლის სვანი გოგონა, ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი, მიუხედავად იმისა, რომ ლიპარტელიანი ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა, მას ვრცელ სტატიას უძღვნის.

„ეთერი" ასე ჰქვია სტატია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


„იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც ქალთა ძიუდოს ტურნირებზე პოდიუმზე ადიხარ, 2018 წელს, თბილისური დებიუტის შემდეგ, უკვე ცალსახად ისტორიაა. იყო პირველი, ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა, ის, ითხოვს ყოყმანის გარეშე იყო უშიშარი, ყოველთვის წინა ხაზზე, მოსინჯო ნიადაგი მომავალი ნაბიჯებისთვის.





ეთერ ლიპარტელიანს უკვე უწოდეს სუპერვარსკვლავი, თუმცა, ვარლამი ამაში არფერ შუაშია.  ეთერი 23 წლისაა, 2019 წელს გახდა იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი და მას გრან სლემის 5 მედალი აქვს მოგებული და საერთო ჯამში, 6 ევროპული მედალი, კადეტების კატეგორიიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული. მისი ბეგრაუნდი უკვე შთამბეჭდავია, თუმცა, ჯერ უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი ვერ მოიპოვა და ახლობლებს გული დასწყვიტა, რომ ოლიმპიური მედალი, კედელზე არ აქვს დაკიდებული. ტოკიოში მე-5 ადგილი, თუმცა, ისევე, როგორც ტაშკენტში მე-7 მისთვის ამაფორიაქებელი აღმოჩნდა, რამეთუ თავად ეთერი ამბობს: „ისე გულმოდგინედ ვემზადებოდი და ტაშკენტიდან, ქართველი გულშემატკივრის გახარება მინდოდა, მინდოდა მათთვის კიდევ ერთი შედეგი მეჩუქებინა".




ეთერი მიუთითებს მამაკაცების წარმატებებზე და უდიდეს სურვილზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ წარმატებაში. რა თქმა უნდა, ეს მას, საკუთარი თავისთვისაც უნდა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფენა, რომელიც საფუძველს წარმოადგენს და პირად სურვილებს უმყარებს, სანახაობრივი ოსტატობის ტრადიცია რომელიც, ქართული ძიუდოს სინონიმია, უფრო ზუსტად, ქართველ მამაკაცთა ძიუდოსი.


„ვგრძნობ პასუხისმგებლობას, როგორც პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი და ჩემი შემყურე, ბევრმა გოგონამ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. ვიცი, რომ მათი შთავაგონებ და ამიტომ, ასევე ვიცი, რომ მე შედეგები მჭირდება.


ახლა, ვგრძნობ, რომ მხოლოდ ჩემთვის წავაგე. თუმცა, როდესაც ცოტას ვისვენებ და დრო მრჩება საფიქრელად, თავს უკეთ არ ვგრძნობ, რადგან ვხდები, რომ მე საქართველოსთვისაც რაღაც დავკარგე".




მაშინაც კი, როდესაც ის ერთი ქალი იყო გუნდში, არასდროს უგრძვნია თავი მარტო: „ჩვენ, ყველა ერთად ვართ და ერთი გუნდი ვართ. ყველა ვქომაგობთ ერთმანეთს, ბიჭები და მე, ახლა არიან კიდევ გოგონებიც, რომლებიც გუნდს, მსოფლიო ტურის შეჯიბრებზე შემოუერთდნენ. ბიჭები, ყოველთვის ცდილობენ გოგონებს, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ. ძალიან ვამაყობ, რომ ბიჭების გუნდი, ასეთი ძლიერია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში გოგონებიც ასეთი ძლიერები ვიქნებით. შეიძლება მომავალში, საქართველოს შერეული გუნდი, მსოფლიოში ნომერი პირველი გახდეს. შარშან, უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატზე და 23-წლამდე, შერეულ გუნდურ შეჯიბრში ოქრო მოვიგეთ. ასე, რომ ეს უკვე ხდება".


ასე, რომ ეთერი, როგორც ჩანს დიდხანს არ იქნება მარტო, რადგან მისი ჯილდოები ნოვატორობისთვის, უკვე, გათამაშებაშია. ახლა, მას ტატამზე და გასახდელებში, თანაგუნდელები ჰყავს, რაც იმას ამტკიცებს, რომ რაც ამოქოქა, უკვე მუშაობს. მისი შთაგონება გაშალაშინდა და საქმეში ჩაეშვა და ახლა, 3 ქართველი გოგონა, მომართულია მსოფლიოზე შედეგის საჩვენებლად. ეთერი, მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგისა. ეს სულაც არ არის შემთხვევითობა და უბრალოდ იღბალი.




„ახლა, 3 გოგონა ვართ, რომლებიც სისტემატურად ვვარჯიშობთ ერთად ეროვნულ ნაკრებში. იონიორებშიც არის რამდენიმე გოგონა, თუმცა, ვარჯიშებზე ძირითადად ჩვენ სამნი ვართ. ადრე, ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი", ასე, რომ ჩვენ მის სტილში shiai-იც შეგვიძლია ვნახოთ. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიჭებს დავეხმაროთ შერეული გუნდური შეჯიბრისას. ვამაყობ, რომ ახლა საკმარისად ვართ, რომ გუნდი შევავსოთ".


საქართველო იმ მრავალ ქვეყანას შორის იყო, რომლებსაც განვითარების ეტაპზე ქალების გაყვანა, უმაღლეს დონეზე შეეძლო მსოფლიოს ძიუდოს ყველა სფეროში - კატადან დაწყებული, ელიტურით დასრულებული და სამწვრთნელო მუშაობა, მართლაც რევოლუციურია, რომელიც ერთ ელემენტარულს გვიჩენებს: აღებს კარს, რათა იყოს პროგრესი და შესაძლებლობა ყველასთვის - მიაღწიოს შედეგს.  ეთერი ლიპარტელიანი, ამ ყველაფრის მნიშვნელობანი და ღირებული ნაწილია. გულმოდგინებით, ის რჩება და რჩება რა თვალთახედვაში, ყველაფერს აკეთებს ქართველი  ქალებისთვის. 23 წლის ასაკში, მისთვის რთულია, მაგრამ  საპატიოა  იყოს ყოველთვის პირველი.



სტატია მომზადებულია IJF.org-ის მიხედვით / ემანუელე დი ფელიციანტონიოსა და გარბიელა საბაუს ფოტოები