საქართველოს ეროვნული „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციოს ნორვეგიასთან თამაშით იწყებს
საქართველოს ეროვნული „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციოს ნორვეგიასთან თამაშით იწყებს
10.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპების კალენდარი დაამტკიცა. საქართველოს ნაკრები, მორიგ შესარჩევ ეტაპს, 28 მარტს, სახლში, ნორვეგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად, რომელი ქალაქები და სტადიონები უმასპინძლებენ აღნიშნული ტურნირის თამაშებს. მაგალითად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის საქართველოს რამდენიმე სტადიონი, შესაძლოა მარტისთვის სარეაბილიტაციო პროცესში იყოს. თუმცა, მატჩების თარიღები უკვე, საბოლოოდ დადგენილია.

28.03.2023  /  საქართველო - ნორვეგია

17.06.2023  /  კვიპროსი - საქართველო

20.06.2023  /   შოტლანდია - საქართველო

08.09.2023  /   საქართველო - ესპანეთი

11.09.2023  /  ნორვეგია - საქართველო

15.10. 2023  /  საქართველო - კვიპროსი

16.11.2023   /  საქართველო - შოტლანდია

19.11.2023  /   ესპანეთი - საქართველო


აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, უეფა-ს იმ გუნდებისთვის ვინც ვერ მოახერხა მუნდიალზე გამგზავრება, ოფიციალირი სანაკრები ფანჯარა აქვს გამოცხადებული. შესაბამისად, გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, გაირკვევოდა, თუ რომელ გუნდებთან და სად მოუწევს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ორი ამხანაგური სპარინგი.