
ლაშა ბექაურმა მართალია ბრინჯაოსი, თუმცა, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ქართული გუნდის სახელით მოასპარზე ჯუდოკამ, ტრიბუნებიდან აჟღერებული „ჩიტო-გვრიტოს" ფონზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე სხვა ქართველი, ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა. ბექაურმა, მალევე მოახერხა ვაზარის აღება, რომელსაც წამებში იპონი მოაყოლა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
1/2 ფინალის შემდეგ, სადაც ბექაური, ჯარჯი ზვიადაურის შეგირდს, ტურნირის მასპინძელ დავლატ ბობონოვს შევხდა, ორთაბრძოლიდან, ე.წ. ხიდის (ცოტა საეჭვო) გამო მოხსნეს და ბრიჯნაოს მედლისთვის „გაწირეს". ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოქმედმა ჩემპიონმა, ტაშკენტში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავიდან იაპონელი კოსუკე მაშიამა დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირებაში, ბრაზილიელი რაფაელ მაკედო გამოთიშა ასპარეზობას. ჯგუფი კი, კუბელ სილვა მორალესთან 23 წამში აღებული იპონით მოიგო.
1/2 ფინალიდან გამოეთიშა ოქროს მედლისთვის ბრძოლას -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც იტალიის წარმომადგენელ პარლატისთან, შეხვედრის ბოლო წამზე იპონი „გაეპარა". ბექაურის მსგავსად, ლუკამაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლიბანის სახელით მოასპარეზე საგაიპოვი, შემდეგ კი, მონღოლი განტულგა დაამარცხა. 1/4 ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც როგორც აღვნიშნეთ, იტალიის წარმომადგენელთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა. აქ, ქართველის მოწინააღმდეგე, კუბელი სილვა მორალესი იყო, რომელსაც ზედიზედ მეორე ქართველთან მოუხდა დაპირისპირება და მეორეჯერ დამარცხდა. ლუკამ კი, მსოფლიოს 2022 წლის ბრინჯაო მოიგო.
ტაშკენტში გასათამაშებელი მედლების 4 კომპლექტი და 2 საასპარეზო დღეა. აქედან, ქართველები 3 წონაში სცდიან ძალებს და შეეცდებიან, 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს, კიდევ შემატონ მედლები.
ხვალ, 11 ოქტომბერს, -100კგ-ში, ქართული ძიუდოს მოქმედი ლეგენდა ვალრამ ლიპარტელიანი და ამომავალი ვარსკვლავი, ილია სულამანიძე ჩაერთვებიან ასპარეზობაში.
12 ოქტომბერს კი, +100კგ-ში გურამ თუშიშვილი და +78კგ-ში სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.





ჩვენ








