
საქართველოს ძიუდოისტების ნაკრების ერთ-ერთმა გამოცდილმა ჯუდოკამ, გურამ თუშიშვილმა, ქართული გუნდის სათვალაშვი მორიგი მედალი ჩადო. ამრიგად ქართული გუნდის სათვალაშვი 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალია.
„თუშიმ", +100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა და ტაჯიკი თიმურ რახიმოვი შეხვედრის დასაწყიში აღებული ვაზარით დაამარცხა.
თუშიშვილმა, დღე მეორე ეტაპიდან დაიწყო და თავდაპირველად, სლოვენიის წარმომადგენელი ვიტო დრაგიჩი დაამარცხა. ამის შემდეგ, „თუში" გერმანელი ფრეის დამარცხებას ახერხებს, ჯგუფის მოსაგებად კუბელ ენდი გრანდას უპირისპირდება და ქართველი ქომაგებისთვის მოულოდნელად იპონით აგებს. ქართველი რეპეშაჟში ინაცვლებს, ახერხებს მობილიზებას და მასპინძელ ალიშერ იუსუფოვთან გამარჯვებას. სხვათა შორის, ეს დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თავდაპირველად, ვაზარი გურამმა აიღო, თუმცა, უზბეკმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე თითქმის 40 წამით ადრე კი, გურამ თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა.
დღესვე, მსოფლის ჩემპიონატზე გოგონათა შორის +78კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, თუმცა, ჩვენებური ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშა.
ხვალ, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობა გათამაშდება. დარეგისტრირებულ 17 ნაკრებს შორის არის საქართველოს გუნდიც, რომელსაც გუნდური მედლებისთვის საბრძოლველად, განაცხადში ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი ჰყავს შეყვანილი.
ფოტო: @IJF / Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








