ავსტრია 2-6 საქართველო

12.10.2022
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
- შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ავსტრია 2:5 საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ- რაუნდში მეორე მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ავსტრიის ნაკრები ვენაში დაამარცხა - 2:6.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ფერნანდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი თოდუას და ვილიანის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში სებისკვერაძემ დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მეორე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 ნოემბერს, ავსტრიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.





ჩვენ








