
დაახლოებით ერთ თვეში, წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი", ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყებს ასპარეზობას. აღნიშნული ტურნირის მეოთხე 2022-2023 წლების სეზონის სასტარტო შეხვედრას, ჩვენი გუნდი, 15 ნოემბერს, თბილისში, „ბარსელონეტას" წინააღმდეგ გამართავს.
"წინა წელთან შედარებით, წელს სხვა სიტუაცია გვაქვს, გუნდს 5 მოთამაშე მოაკლდა, თუმცა, შემოგვემატა 4 ახალი ძალა. ეს დიდი ცვლილებაა, რაც არ არის მარტივი. დრო გვჭრდება, რომ ერთიანობა და გუნდურობა აღვიდგინოთ. გასულ წელთან შედარებით წელს ჯგუფებს შორის დიდი სხვაობა არ არის. „ბარსელონეტა", „ოლიმპიაკოსი", „პრორეკო", „რადნიჩკი", „ბრეშა" - ესენი საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება ვიასპარეზოთ ამ გუნდებთან ერთად. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, ყველა თამაშს ვითამაშებთ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონზე ჩვენი მიზანი სწორედ პროგრესია, ასევე ყველა მოთამაშის გაძლიერება, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური კუთხით," - ამბობს დეიან სტანოევიჩი, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი, საკლუბო ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი" A ჯგუფში იასპარეზებს და საერთო ჯამში, ჯგუფურ ეტაპზე 8 შეხვედრას გამართავს.






ჩვენ








