ინგა გურგენიძე ახალგაზრდათა გრან პრის მედალოსანია!
ინგა გურგენიძე ახალგაზრდათა გრან პრის მედალოსანია!
16.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალგაზრდა ქართველო მოციგურავე ინგა გურგენიძე, რომელიც საქართველოს გუნდს და ნაკრებს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა, საერთაშორისო ასპარეზზე სადებიუტო სეზონონს წარმატებით იწყებს.

ახალგაზრდათა გრან პრის იტალიის ეტაპზე, რომელმაც ინგამ საერთო ჯამში, ორი ძლიერი პროგრამით იასპარეზა. ჯამური ქულით 44 გოგონას შორის მესამე შედეგი აჩვენა და გრან პრის იტალიის ეტაპის ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა.


მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართველმა მე-4 ადგილი დაიკავა. მან პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა, ტექნიკური ქულებით კი, მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ჩემპიონატზე ინგა ევროპელ მოციგურავეებს შორის უპირობო ლიდერი იყო, საპრიზო პოზიციებისთვის კი, კორეელ და იაპონელ გოგონებთან უწევდა კონკურენცია.


თავისუფალ პროგრამაში ინგამ სამმაგი აქსელის 3A გადახტომა სცადა. ეს ურთულესი ტექნიკური ელემენტია, რომელსაც გოგონების კატეგორიაში მხოლოდ ერთეულები ასრულებენ. მოციგურავე ამ ელემენტზე აქტიურად მუშაობს და იმედია, სულ მალე, სუფთადაც შეასრულებს შეჯიბრზე