გიორგი ფანცულაიას დებიუტი „ტორპედოსთან“
გიორგი ფანცულაიას დებიუტი „ტორპედოსთან“
19.08.2017
ავტორი:

ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შორის, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ფანცულაიას დებიუტი შედგა.  

 

“რთული თამაში გამოვიდა. „ტორპედო“, როგორც მოსალოდნელი იყო, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. თუმცა მომენტები ჩვენ გვქინდა. მაგალითად,  რეალური შანსი მქონდა მეც. 2:1 იყო ანგარიში ქუთაისის სასარგებლოდ, მეკარესთან პირისპირ  ავღმოვჩნდი და უნდა გამეტანა. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ,  ცოტა ფიზიკურად გამიჭირდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. ამის დიდი იმედი მაქვს“, -  აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ tsff.ge-სთან საუბარში.


გორის „დილასთან“ ფანცულაიამ ხელი, 4 თვიან კონტრაქტს რამდენიმე დღის წინ მოაწერა.  მანამდე ფეხბურთელი თბილისის „საბურთალოში“ ირიცხებოდა, სადაც მიმდინარე გათამაშებაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

„ტორპედოსა“ და „დილას“ შეხვედრა კი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. 23-ე ტურის შეხვედრა, ქუთაისელებმა ცარიელი ტრიბუნის ფონზე ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ ამის მიზეზი სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გახდა, რომელსაც წინ თბილისში, „ლოკომოტივისა“ და „ტორპედოს“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი უსწრებდა.

23-ე ტურის შემდეგ „ტორპედო“ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გორის „დილა“ კი  22 ქულით, ჯერ მხოლოდ მე-8 ადგილს სჯერდება.

სანაკრებო პაუზამდე, 26 აგვისტოს, „ტორპედოს“ გასვლას ითამაშებს „სამტრედიასთან“, გორის „დილა“ კი 27 აგვისტოს, ბურჯანაძეზე „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს.