საქართველოს 18-წლამდე ნაკრები IHF Triphy-ს ჩემპიონია
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები IHF Triphy-ს ჩემპიონია
16.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები IHF Triphy-ს ჩემპიონია.  ტურნირის დასკვნითი თამაშში კოსოვოსთან კი, 22-27 იმარჯვეს და ჯგუფური პირველი ადგილი მოიპოვეს. თუმცა, ამ მოგებით, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა 18-წლამდე ნაკრები ტურნირის გამარჯვებული გახდა და ინტერკონტინენტურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. აი, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენი 18-წლამდები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოვიპოვებენ.

IHF Trophy Europe-ზე სამდღიანი ასპარეზობის  შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდული ნაკრების მსგავსად, საქართველოს ნაკრები დაუმარცხებლად ასპარეზობდა. ბოლო შეხვედრაში ჩვენები კოსოვოს უპირისპირდებოდნენ. ამ შეხვედრამდე, ჩვენმა გუნდმა, მარტივად, 38-13 დაამარცხა მეტოქე და ჯგუფის ლიდერის პოზიცია გაიმყარა. გადამწყვეტ მატჩში კი, კოსოვოსთან კი, პირველი წუთებიდან მოახერხა რამდენიმე ბურთიანი უპირატესობის მოპოვება და მატჩის ბოლომდე შენარჩუნება.