ოქროს წერაყინის მფლობელები არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე არიან
ოქროს წერაყინის მფლობელები არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე არიან
16.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მივიწყებიულ ქვეყანაში", როგორც სტატიის ავტორები ავღანეთის მთათა სისტემას მოიხსენიებენ, სამი მთამსვლელით დაკომპლექტებულ ერთი ექსპედიციას უნაკლო თავგადასავალი გადახდა. თავგადასავალი, რომელსაც არ ახლდა ხმაურიანი რეკლამა, სოციალური ქსელით აქტივობა და მედიის მხრიდანაც, საკმაოდ ძუნწად გაშუქდა explorersweb.com-ის ყურადღების ქვეშ მოექცა," - ეს იყო იმ სტატიის დასაწყისი, რომელიც ჩვენი გვერდის მკითხველებს, არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის წარმატებული ექსპედიციის შესახებ იტყობინებოდა.

2021 წლის 10 სექტებერს, თბილისის დროით დაახლოებით 13:30 საათზე, არჩილ ბადრიშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე ჰინდუქუში, პაკისტანსა და ავღანეთში მდებარე დამოუკიდებელი მთათა სისტემის, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მთის, სარაგჰრარის მწვერვალზე პირველები ავიდნენ. სარაგჰრარა, აღნიშნულ მთის სისტემაში სიმაღლით მე-4 მთაა და ზღვის დონიდან, 7349 მეტრზე მდებარეობს. მწვერვალის დასალაშქრად, ჩვენებს რთულ კლიმატურ პირობებში 7 ღამისთევა დასჭირდათ. ამ შვიდიათასიანს, ტექნიკურად რთული ჩდრილო-დასავლეთით წვერზე, ყინულისა და კლდოვანის მარშრუტები აქვს. ბადრიაშვილმა, გელაშვილმა და ტეფნაძემ ის წარმატებულად გაიარეს.


მთიდან ჩამოსული ამბების შესწავლას, ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე, ვიდეო რეფერის საფეხბურთო მატჩისას იმის გასარკვევად, იყო თუ არა თამაშგარე, ან პენალტი. საბოლოოდ მწვერვალი, რომელიც ე.წ. წითელ ზონაშია ტერორისტული კუთხით და ალბათ, ემახსოვრება მკითხველს, რომ ქართველების მთაზე ყოფნისას, აღნიშნულ რეგიონში მცირე ესკალაციაც ახლდა.


„კედელზე ინფორმაცია არ არსებოდა, რადგან მასზე ასვლა, მანამდე არავის ჰქონდა ნაცადი. თუ არ ჩავთვლით ესპანელების სამ უშედეგო ექსპედიციას. პაკისტანი-ავღანეთის საზღვარზე, ადგილზე უნდა გადაგვეწყვიტა ასასვლელი მარშრუტი. სირთულე და და კრიტერიუმი, ოქროს წერაყინზე წარდგენილ ასვლებში, საუკეთესოს გამოსავლენად, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს - სიმარღლე, სირთულე, გავლის სტილი, რეგიონი, რამდენად ახალი არის გზა", -ამბობს ბადრიაშვილი.


ამ ასვლიდან ერთი წლისა და ერთი თვის თავზე კი, ცნობილი ხდება, რომ ქართველთა ტრიომ, ე.წ. „ალპინიზმის ოსკარი", მსოფლიოს თასი - „ოქროს წერაყინი" მოიგეს.


ჩვენი ვებ-პორტალი ულოცავს ბიჭებს კიდევ ერთ წარმატებას და სამომავლოდ ბევრ საინტერესო მწვერვალს უსურვებს.