საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები და საქართველოში მოასპარეზე ჯგუფები ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები და საქართველოში მოასპარეზე ჯგუფები ცნობილია
18.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამი სტადიონი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები, რომელიც დღევანდელ წილისყრამდე, როგორც მასპინძელი ქვეყანა მე-4 კალათიდან ავტომატურად A ჯგუფში მოხვდა, საშინაო თამაშებს  თბილისში, „დინამო არენაზე" ჩაატარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ასაკით, აღნიშნულ ნაკრებში თამაში ხვიჩა კვარაცხელიასაც მასთან ერად კი, გიორგი მამარდაშვილს, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი მიქაუტაძეს, ანზორ მექვაბიშვილს უწევთ, კიდევ ძალიან ბევრ სხვა საინტერესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან ერთად, ქვეყნის მთავარი სტადიონის „გავსება", პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, ასეც და ისეც, იმედია, რომ რამაზ სვანაძის გუნდის თამაშებზე, „დინამო არენაზე" ანშლაგი იქნება.


რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, დღეს, ბუქარესტში გამართული წილისყრის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მოხვდნენ: პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები.


პარალელურად თბილისში, კიდევ ერთ სტადიონზე, მიხეილ მესხზე, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის A ჯგუფის სხვა, თამაშები გაიმართება. ამავე სტადიონზე ჩატარდება 1/4 ფინალური მატჩიც.


საქართველოშივე, „ბათუმი არენაზე" ჩატარდება C ჯგუფის მატჩები, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი.  C ჯგუფის სამი მატჩი, 1/4 ფინალი გაიმართება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზეც, სადაც გაცხოველებული რიტმით მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია.


რუმინეთში, რომელიც აღნიშნული ჩემპიონატის თანამასპინძელია,  ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის B და D ჯგუფის მატჩებია დაგეგმილი, თამაშები შემდეგ ქალაქებში  და სტადიონებზე გაიმართება.


ბუქარესტი, „გიულეშტი": B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, „სტიაუას" სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, „კლუჟის" სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, „კლუჟ არენა": D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი





წილისყრის შედეგად, B ჯგუფში, სადაც ჩემპიონატის მასპინძელი რუმინეთია, ესპანეთის, უკრაინის, ხორვატიის 21-წლამდები მოხვდნენ.


რაც შეეხება წილიყრას - ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რეიტინგის მიხედვით 4 კალათში (პირველი კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი, მეორე კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი, მესამე კალათა: ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, მეოთხე კალათა: უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო) იყო გადანაწილებული. წილისყრის შედეგად თუ როგორ დაკომპლექტდა ორი ჯგუფი შესახებ უკვე მოგახსენეთ, დანარჩენი 2 ჯგუფში კი, გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:


C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია


და ბოლოს, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ.