ირანელი მეკლდეური ქალი ბოდიშს იხდის ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობისთვის
ირანელი მეკლდეური ქალი ბოდიშს იხდის ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობისთვის
19.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე საათის წინ საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაიცას, სადაც, ირანელი მეკლდეური ქალის ელნაზ რეკაბის შესაძლოა გაუჩინარებაზე იტყობინება. ელნაზის ოჯახის წევრები და მეგობრები ამტკიცებენ, რომ სპორტსმენთან კავშირი დაკარგეს. ეს კი, მას შემდეგ მოხდა, რაც ელნაზმა სეულში მიმდინარე მეკლდეურთა აზიის ჩემპიონატის ფინალში ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა.

თავად სპორტსმენმა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ტვიტერზე, ფოტოს გარეშე ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მარშრუტის რთული მონაკვეთის გავლისას, მას შემთხვევით მოძვრა ჰიჯაბი, რის გამოც, ტრასის დასრულება ჰიჯაბის გარეშე მოუხდა. ამ ფაქტის გამო, ელნაზ რეკაბი, რომელიც, როგორც ირკვევა 20 წელზე მეტია ირანის მეკლდეურთა გუნდის წევრია, თანაგუნდელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.




მიუხედავად ამისა, მის საახლობლო ამტკიცებს, რომ ირანელ ქალს, პასპორტი და მობილური ჩამოართვეს, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი არ იციან. ფაქტით, აზიისა და საერთაშორისო მეკლდეურთა ორგანიზაციები არიან დაინტერესებული და აცხადებენ, რომ მათი ყველა წევრის პირად უსაფთხოებას დაიცავნე. შესაბამისად, ისინი, ელნაზის ადგილსამყოველის გარკვევასაც შეეცადნენ.


სეულში, ირანის საელჩო ტვიტერში აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ სპორტსმენმა ქალმა გუნდთან ერთად სეულის დატოვა და ის, ირანში 18 ოქტომბრის გამთენიისას გაფრინდა. მას შემდეგ, რაც აზიის მეკდეურთა ჩემპიონატი დასრულდა.  სავარაუდოდ ხვალ დღის განმავლობაში, ის უკვე სამშობლოში უნდა იყო. IFSC (მეკლდეურთა საერთაშორისო ფედერაცია) თვალყურს ადევნებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შეეცდება, საჭიროების შემთხვევაში, მისი წევრი მეკლდეური ქალის უფლებები დაიცვას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ალბათ, ერთია, „შეეცადო" და სულ სხვა, რეალურად მოახერხო ირანში, ქალის უფლების დაცვა, რომლის ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობის  ფოტოებიც, შემთხვევით, თუ განგებ, უკვე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.  




ფოტოები: @AIPS  via Nadine Alsheikh Hassan - AIPS Media


მსგავსი: ირანში „ყინული დაიძრა"?