
დუდუ დადიანის 2022 წლის მემორიალის გამარჯვებული „კავკასიაა". სუპერლიგის დებიუტანტი, რომელიც ახალ სეზონში, ქართული საკალათბურთო ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის შეეცდება მოხვდეს, დღეს, სეზონის სასტარტო ტურნირის ტიტულის მოგებას ახერხებს.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა „კავკასიამ", რომლის აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლაც, ბევრს ნაკლებად სჯეროდა, თსუ-ს წინააღმდეგ თამაში, ოდნავ მოკრძალებულად დაიწყო და 12-3-საც კი აგებდა. თუმცა, პირველი მეოთხედის მიწურულს „კავკასიამ" ძალების მობილიზება მოახერხა და მეოთხედი 1 ქულით, 12-13 მოიგო. ანალოგიური სცენარით დაიწყო მომდევნო მეოთხედიც. თსუ-ელთაგან ბექა ბექაური გამოირჩეოდა, აი, გიორგი ცინცაძეს კი, სროლები არ მისდიოდა. საერთოდ, მოვლენებს წინ გადავასწრებთ და ვიტყვით, რომ თსუ-ელთაგან, ბოლო მეოთხედამდე, აღებული ქულები, მხოლოდ 3 კალათბურთელზე, აქედან 34 ქულა, მხოლოდ ორ მოთამაშეზე მოდიოდა - ბექა ბექაურსა და კორი ბოუენიზე. „კავკასიამ" ეს მონაკვეთიც 1 ქულით, 15-16 მოიგო და დიდ შესვენებაზე 2 ქულის უპირატესობით გავიდა.

„კავკასიამ" აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმის საწყისი მეოთხედი და 10 ქულითაც მოახერხა წინ გაჭრა, თუმცა, თსუ-მ დაწევა მოახერხა, თუმცა, მეოთხედი, 5 ქულით, 11-16 დათმო. თსუ-მ ბოლო მეოთხედში, კიდევ ერთხელ მოახერხა ანგარიშში წამოწევა, თუმცა, საბოლოოდ გატყდა და ეს მონაკვეთიც, 16-21, კვლავ 5 ქულით დათმო. საბოლოოდ, „კავკასიამ", 54-66 (იხილეთ სტატისტიკა) გაიმარჯვა და როგორც გითხარით, წლის პირველი ტურნირის, დუდუ დადიანის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
კავკასიელთაგან ფინალურ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი კრის მაკნილი, ამერიკელი უკანახაზელი იყო, 27 ქულით. კრისი, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. საბოლოოდ, 24 ქულით დაასრულა შეხვედრა ბექა ბექაურმა.
ტურნირის MVP კრის მაკნილი გახდა.
![]() |
![]() |

ტრადიციულად, ტურნირის გამარჯვებულს, დუდუ დადიანის თასი, სამსახურის კიბეებზე მოკლული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, დუდუ დადიანის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ 23 ოქტომბრიდან სტარტს, საქართველოს 2022-2023 წლების საკალათბურთო სუპერლიგა აიღებს.
კალათბურთის ფედერაციის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










