
ესპანეთში მიმდინარე 23-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთ დღეს, ორი ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
პირველ საფინალო დღეს, 70 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ელბაქიძემ ფინალში, ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8-4 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 79 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისა და ჩემპიონის ტიტულისთვის ვლადიმერ გამყრელიძემ კი, ყაზახ დაულეტ იერგეშს 5-3 სძლია.
![]() |
![]() |
დღევანდელი დღე, ქართული გუნდისთვის კიდევ ერთი ფაქტორის გამოც იყო წარმატებული. ჩვენი გუნდის ხუთმა წარმომადგენელმა 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მიოპოვა. თუმცა, საბოლოოდ, ხვალ ფინალში, მხოლოდ სოლომონ მანაშვილი (125 კგ) იჭიდავებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად, ირანელ ვალადის შეხვდება. 1/2 ფინალში კი, ქართველმა, უკრაინელი იური იძინსკი 10-0 დაამარცხა.
ტრავმის გამო ვადაზე ადრე დაასრულა ასპარეზობა თემურ ბერუაშვილმა. 74 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა, დღეს, დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა. თუმცა, მანამდე, 1/4 ფინალში, სადაც ბერუაშვილმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი დევიდ აარონ კარი დაამარცხა, ბოლო წამებზე კუნთი დაიზიანა და ასპარეზობას გამოეთიშა. მისმა მეტოქემ, ირანელმა მოჰამედსადეჰ ფირუზ პორბანდპეიმ კი, უბრძოლველად ფინალში გასვლა მოახერხა.
სამ წონით კატეგორიაში 61 კგ-ში რამაზ თურმანიძე, 86 კგ-ში ევსემ შველიძე და 92კგ-ში მირიან მაისურაძე ხვალ, ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ქართველებმა დღეს, სამწუხაროდ, 1/2 ფინალები წააგეს. რამაზმა, სომხეთის წარმომადგენელ არსენ ჰარუთინიანთან, 13-4. ევსემმა, იაპონელ ტაცუა შირაისთან 4-3, მაისურაძემ კი აშშ-ს წარმომადგენელ თომას კარდენასთან 0-8.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტოები





ჩვენ










