ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი აბუ დაბიშიში - პირველი დღე
ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი აბუ დაბიშიში - პირველი დღე
21.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წარმატებით დაიწყეს აბუ დაბის გრან სლემზე გამოსვლა ქართველმა ძიუდოისტებმა. ასპარეზობის პირველი დღის შემდეგ, ჩვენს ყულაბაში, ორი მედალია - ერთი ოქრო და ერთიც ბრინჯაო.


IJF-ის გრან სლემების ერთ-ერთი ეტაპის 19 წლის ქართველ ჩემპიონზე უკვე ბევრი ალაპარაკდა. გიორგი სარდალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაწიყო და თავდაპირველად ისრაელის წარმომადგენელი, მატან კოკოლაევი დაამარცხა. ფინალამდე, ქართველმა, ფრანგი მაქსიმე მერლინი, თურქი სალიჰ ილდიზი, აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაევი ჩამოიშორა. ამასთან აღსანიშნავია, რომ გიორგიმ, ყველა დაპირისპირება იპონით მოიგო, ფინალში კი, იანგ იუნგ-ვეი ვაზარით დაამარცხა და -60 კგ წონით კატეგორიაში, აბუ დაბის ოქროს მედალს დაეუფლა.


აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში, ახლოს ვიყავით ქართულ ფინალთან, თუმცა, თემურ ნოზაძემ, რომელმაც 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა, ტაივანელ იანგ იუნგ-ვეისთან დამარცხდა და ბრიჯნაოს მედლისთვის საბრძოლველად გადაერთო. თუმცა, აქ, თურქ ილდიზთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩ.


ამავე დღეს, -66 კგ წონით კატეგორიაში, 1/2 გადასასვლელ ორთაბრძოლაში ხელი მოეცარა ბაგრატ ნინიაშვილს. გიორგი თუთაშვილი კი, ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.




სამაგიეროდ, 26 წამში, იპონით მოიგო აბუ დაბის ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა. ეთო, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ოზლემ ილდიზს დაუპირისპირდა. ქართული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და ქალთა ძიუდოს ისტორიის მწერალმა, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიელი ჯულია კაჯიანოსო იპონით დაამარცხა. შედარებით მძიმე და გრძელი გამოდგა, ქართველის მორიგი დაპირისპირება. თუმცა, ინგლისის სახელით მოასპარეზე თურქული წარმოშობოს აისელ თოფრაქი, ეთომ  დამატებით დროში მაინც დაამარცხა, ჯგუფი მოიგო და 1/2 ფინალშიც გავიდა. აქ კი, მისი მეტოქე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპირი ჩემპიონი, ხორვატი ნორა გიაკოვა იყო. გამოცხდილამ ხორვატმა, შეხვედრის სტარტზევე აიღო ვაზარი და შემდეგ ორთაბრძოლა ტაქტიკურად წარმართა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც და ფინალში გავიდა, ეთომ კი, მესამე ადგილისთვის იასპარეზა.


ხვალ, აბუ დაბის გრან სლემზე -73 კგ-ში გიორგი ტერაშვილი, -81კგ-ში კი, გიორგი ახლაური ჩაერთვებიან.



ფოტო: IJF /@Di Feliciantonio Emanuele