
გოგა ბითაძემ სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა ორმაგო დუბლი ისე მიითვალა, რომ მისი მოხსნათა მაჩვენებელი კარიერაში საუკეთესო იყო.
ინდიანამ ახალდაწყებული სეზონის მე-3 მატჩში დეტროიტს უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა - 124:115. რიკ კარლაილმა ბითაძე 25:23 წუთი ათამაშა და ქართველმა ცენტრმა ეს შედეგი აჩვენა: 14 ქულა (6/8, 1/3 სამქულიანი), 15 მოხსნა (8 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
საუკეთესო იყო ბენ მათურინი (27 ქულა, 7 მოხსნა), რომელსაც NBA-ს პირველ სამ თამაშში უკვე ჯამში 72 ქულა აქვს ჩაგდებული. იმ კალათბურთელებს შორის, რომლებიც ახლაც თამაშობენ, ასეთი შედეგი კარიერის დასაწყისში არავის ჰქონია.
3 თამაშის შემდეგ ინდიანას 1 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, ფილადელფიასთან სტუმრად გამართავს.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან

თად მაკფადენი და მისი მურსია ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულ მატჩებს აგრძელებენ. მორიგი შეხვედრა მურსიელებმა მანრესასთან გამართეს და 13 ქულის სხვაობით - 96:83 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მან გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა - 20:40 წუთში გუნდს 15 ქულა მოუტანა (მესამე შედეგი გუნდში).
თადის ანგარიშზეა 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც. მურსიას ხუთი ტურის შემდეგ 3-2 ბალანსი აქვს და ცხრილის ზედა ნაწილშია. 30 ოქტომბერს მაკფადენის გუნდი კატალონიაში ჟირონას ესტუმრება, რომელსაც ჯერჯერობით ყველა მარცხი აქვს ჩემპიონატში.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან





ჩვენ








