
აბუ დაბიში, მეორე წარუმატებელი დღის შემდეგ, როდესაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბადიდან გასვლაც კი ვერ მოახერხეს, დასკვნითი, მესამე დღე, წარმატებული გამოდგა. ქართველების სათვალავში, ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოხვდა და შესაბამისად, არაოფიციალური გუნდური პირველობაც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
თუმცა, იმედგაცრუება ამ დღესაც არ გვაკლდა. მაგალითად, -90 კგ წონით კატეგორიაში, შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის გამო, ასპარეზობას უშანგი მარგიანი გამოეთიშა, რომელსაც პირველი წრის შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მეორე წრიდან დაიწყეს ასპარეზობა, თუმცა, პირველივე დაპირისპირებიდან გამოეთიშნენ აბუ დაბის მედლებისთვის ბრძოლას -100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანბლიძე და გიორგი ბერიაშვილი. პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში, აბუ დაბის მომავალ ვერცხლისმედალოსანთან დამარცხდა +100კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი.

აი, მძიმე წონებში, მხოლოდ ქალთა შორის კი, სიურპრიზი სოფიო სომხიშვილმა შემოგვთავაზა, რომელიც, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს. ამჯერად +78კგ წონით კატეგორიაში, სოფოს სათვალაშვი ვერცხლის მედალი და ამ მედლისკენ გზად ჩამოტოვებული, საკმაოდ ძლიერი ჯუდოკები არიან. სომხიშვილმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და თავიდან, ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდ იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, ქართველი, საფრანგეთის წარმომადგენელ, ლეა ფონტეინის შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. ქართველმა, 1/2 ფინალში პორტუგალიელი როშელ ნუნიესი დაამარცხა. ქართველმა 33 წლის პორტუგალიელს, აიძლა შეცდომები დაეშვა, ბოლო წამზე კი, ვაზარიც აართვა და ფინალში გავიდა. იქ, მისი მეტოქე, ჩინელი ხინ სუ იყო, რომელთანაც ორი ვაზარით წააგო და გრან სლემი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. თუმცა, ეს მიღწევა, სოფოსთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. თბლისის გრან სლემის შემდეგ, ქართველი მძიმეწონოსანი გოგონასთვის ეს მეორე, თანაც, უკეთესი ხარისხის მედალია.

აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა ბექა ღვინიაშვილი. ქართველი ჯუდოკა, რომელიც -90კგ წონით კატეგორიაში, წონის ფავორიტად ითვლებოდა, ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და საკმაო გარჯაც მოუხდა. თავდაპირველად ბექამ, აზერბაიჯანელი ვიგარ თალიობოვი იპონით, გამოთიშა ასპარეზობას. მომდევნო შეხვედრა, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილთან, საკმაოდ პრინციპილი გამოდგა, თუმცა, ქართველმა შიდოების ხარჯზე ვაჰიდი ასპარეზობას გამოთიშა, თავად კი, ჯგუფის მოსაგებად, ბერძენ თეოდოროს ცელიდის შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ბექას შეხვედრის დასაწყისში, 2 შიდო მისცეს, ქართველმა მაქსიმალურად მობილიზება მოახერხა და მოწინააღმდეგე, იპონით დაამარცხა. უსაშველოდ გაგრძელდა, ბექას დაპირისპირება სერბ ნემანია მაიდოვთან. სერბს, სამედიცინო დახმარებაზე რამდენჯერმე მოუხდა გასვლა, მათ შორის „გოლდენ სქორის" დროსაც. თუმცა, სერბის „ხრიკებმა" საბოლოოდ არ გაამართლა და საბედისწერო შიდოსაც გამოჰკრა ხელი. ბექა კი, ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელს, ლორის ტასიერს მხოლოდ, „გამარჯობის თქმა" აცადა, 29 წამში ვაზარზე დააგდო და შეხვედრის დაწყებიდან 43 წამის შემდეგ, უკვე აბუ დაბის ოქროს მედლის მფლობელი იყო.
ამ დღეს, ოქროს მედლის მოგება შეეძლო, -100კგ-ში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს, თუმცა, ქართველი ფინალში, „თავის გამოყენების წესის" საბაბით მოხსნეს და მხოლოდ, ვერცხლის მედალი გაიმეტეს.
ფოტო: IJF / @Sabau Gabriela / @Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








