
საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიგო.
ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი, თუმცა მან მხოლოდ ვერცხლი აიღო. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით, 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე, აშკარა უპირატესობით 10-0, გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.
ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).
საერთო ჯამში, ქართველი 23-წლამდების სათვალაშვი, ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლია.





ჩვენ








