
არის თუ არა მსაჯების და ფედერაციის გუნდი „დინამო თბილისი"? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არა. „დინამო თბილისი", არც ამ ფორმატის ფედერაციის და არც წინა „ხელისუფლების" დროს არ ყოფილა გუნდი, რომელსაც ზემოთ ნახსენებნი რაიმე რგოლში ხელს უწყობდნენ. ის, კი არა და, თუ დააკვირდებით, ტრადიციულად სათამაშო კალენდარიც კი, ისეა ხოლმე აწყობილი, რომ წლის ბოლოს „დინამოს" ყველაზე მეტად „გაუჭირდეს". ალბათ, ამ ნათქვამს ყველა ვერა, მაგრამ გამგები გაიგებს. ბუნებრივია, თუ უნდა გაგება. ფაქტია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, სწორედაც, რომ არ ტიტულების გამო არ უყვართ. თავად კლუბი კი სწორედ ტიტულების გამო დეტალებში არ წვრილმანდება და საბოლოოდ, კლუბის საზიანოდ ქმედებები ჩვევაში გადავიდა.
ხშირად, არ უყვართ მათაც, ვინც სახელის გაკეთება სწორედ „დინამოდან" დაწიყო. თუმცა, ეს კერძო ინდივიდების პრობლემაა და ვერც სიყვარულ-სიძულვილის მომენტს დაუშლი. ასეა თუ ისე, ამ კომპლექსნარევი სიძულვილის გამოხატულებას დინამოელებიც შეგუებულნი არიან. ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი ვიდრე „დინამო თბილისის" სახელის ქვეშ იმყოფება ის დრო მაინც და შემდეგ, ზოგი მგინებელთა დიდ არმიას უერთდება. თუმცა, „დინამო თბილისი" არის ცოცხალი „მდინარე", რომელსაც რიგ შემთხვევაში „დაბინძურებული შენაკადების" ატანა უხდება.

რაც შეეხება მსაჯებს, აქაც ძნელია დაეთანხმო მასას. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ფეხბურთის წესების ცოდნა, ქუჩის ფეხბურთისას ვერ სცილდება და ხშირად სწორედ, ეს ხდება სტადიონებზე დაძაბულობის მიზეზი. კარგია, თუკი ფედერაცია ქვეყნის მასშტაბით საფეხბურთო განათლების პროცესს დაიწყებს, რაც საბოლოოდ ისევ ქართულ ფეხბურთს მოუტანს სარგებელს და არაა გამორიცხული, ამ გზით, მაყურებელიც მოაბრუნოს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, რომ სფფ-ს ფეხბურთის მასობრიობის გაზრდის თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით რიგი პროექტები დაწყებული აქვს.
თუმცა, ამას კონკრეტულად ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. თუ არ ჩავთვლით ტრიბუნიდან წამოსულ ღვარძლს, რაც "თენგიზ ბურჯანაძეზე" დინამოელთა გამოჩენას მოჰყვა. სხვათა შორის, მაშინაც კი, როდესაც ამ პირადად ჩემთვის საყვარელ და ყველაზე მოსახერხებელ არენაზე, ნაკრებების შემადგენლობაშიც კი, დინამოელს ხედავენ, მაყურებლის რეაქცია არის იდენტური. ასე, რომ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

მაგალითად, გუშინ, 1981 წლის 13 მაისის დინამოელსაც კი, რომელიც გასახდელებში შესასვლელ გვირაბთან იდგა (და მათ შორის გორელი გულშემატკივარიც წლებია პატივს სცემს ამ კონკრეტულ ფეხბურთელს, დღეს უკვე "დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბის წევრს), რამდენიმე „გუშემატკივარმა" არ დაინანა ბოთლი, სანთებელა და უშვერი გინება. თუმცა, უფრო ცუდი მოვლენები სტუმართა გულშემატკივრისთვის გამოყოფილ ტრიბუნასთან ვითარდებოდა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში 5 სტუარტი და 5-იც ძალოვანი იცავდა და ისიც, დინამოელთა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად.
თამაშის მიწურულისკენ მცველთა რიცხვი კი გაიზარდა, მაგრამ მცველები ძირითადად დინამოელთა ქომაგებს აკვირდებოდნენ (მათ შორის სტადიონზე დამონტაჟებული კამერებიც სწორედ მათკენ იყო მიმართული) და არა საერთო ტრიბუნას, საიდანაც „ელიტის" პროვოცირება დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ ინციდენტის დაწყების მომენტში, ფანების ტრიბუნაზე ფეხბურთელების დედები და მცირეწლოვანი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ამდენად, მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე „ელიტა" „ჩხუბს" არ დაიწყბდა. ყოველ შემთხვევაში ამ პერიმეტრზე.

საბედნიეროდ, ინციდენტის დროს, რომელიც მაქსიმუმ 10 წუთს გაგრძელდა და მოქმედებაში შევიდა ცელოფანში გახვეული სავსე ბოთლები, ტრიბუნიდან აყრილი სკამები და ბოლოს ქუჩიდან, სტადიონის პერიმეტრზე ნასროლი ქვები, არც ერთ მხარეს არავინ დაშავებულა. უნდა ითქვას, რომ ძალოვანებმა ეფექტურად იმოქმეეს და სტუმართა გუნდის ფან-ტრიბუნის დაცვა მოახერხეს, რის შემდეგაც თბილისიდან გორში ჩასულმა ყველა გულშემატკივარმა და გუნდმა უსაფრთხოდ დატოვეს სტალინის ქალაქი.
ბუნებრივია, აღნიშნულის შესახებ იმსჯელებს სადისციპლინო კომიტეტი, ისევე როგორც მატჩის დასრულების შემდეგ, უშუალოდ მინდორზე მომხარ გაწევ-გამოწევაზე, რომლის დროსაც მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ, მაინც „მოხაერხა" დინამოელთა დაზარალება (თუმცა, სამართლიანად) და ლაშა თოთაძეს წითელი ბარათი, დინამოელთა ახალგაზრდა მეკარეს დემეტრე ბულისკერიასა და ჩხუბის წამომწყებ უკრაინელ მიკოლა კოვტალიუკს ყვითელი ბარათები აუფრიალა.
აღსანიშნავია, რომ თამაში მაღალ ტემპში, ბევრი სახიფათო მომენტებით და ზედმეტი უხეშობების გარეშე წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჯენერი ხორავამ, შეხვედრის 75-ე წუთზე ლუკა რაზმაძე გააძევა, მსაჯი უბარალოდ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან იმავე ლუკა რაზმაძემ 72-ე წუთზე კიდევ ერთი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

მთელი თამაშის მანძილზე, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობები. გორელთა შორის ტრადიციულად ნოდარ ქავთარაძეს გამოვყოფდით. დინამოელთაგან კი ბუდუ ზივძივაძე და ოთარ კიტეიშვილი გამოირჩეოდნენ. სწორედ ზივზივაძემ გახსნა ანგარიში შეხვედრის 24-ე წუთზე, 0-1. სულ რაღაც 6 წუთში კი გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ ლევან ნონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა 1-1. ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.
ამ მატჩის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშების ბომბარდირთა სიას 6 გატანილი გოლით, დინამოელი ბუდუ ზივზივაძე ლიდერობს.
სავარაუდოდ, სადისციპლინო კომიტეტის არა, მაგრამ სამსაჯოს განხილვის თემა გახდება აუცილებლად მე-9 ტურის კიდევ ორი თამაშიდან რამდენიმე მომენტი. პირველი, იყო თუ არა სწორად დანიშნული 11-მეტრიანი „სიონის" კარში „ჩიხურასთან" მატჩში და მეორე, რამდენად სწორად შენიშნა გვერდითა მსაჯმა, რომელიც აშკარად ვერ იყო ბოლო მცველის გასწვრივ, საჯარიმოდან გამოსული და ბურთზე ხელით მოთამაშე ლაზარე კუპატაძე, „საბურთალო"-„სამტრედიის" მატჩში.

მე-9 ტურის ეს ორივე შეხვედრა 1 მაისს, მიხელ მესხის ჯერ სათადარიგო, მეორე კი მთავარ მოედანზე გაიმართა.
„მესხი 2"-ზე ბოლნისის „სიონმა" საჩხერის „ჩიხურა" მიიღო. მატჩი, რომელიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და სანახაობას მოკლებული იყო, ძირითადად საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, 0-1. გოლი ირაკლი ბუღრაძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს, კი პაპუნა მაჭარაძემ საეჭვო ვითარებაში დანიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად შეასრულა გიორგი გაბედავამ 0-2. ამ მატჩი ანგარიში აღარ შეცვლილა.

თუმცა, მსაჯობით უკმაყოფილო „სიონმა" საკუთარ გვერდებზე შემდეგი სახის გაცნხადება გაავრცელა: „ბოლნისის „სიონი" შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი მსაჯი არაკომპეტენტურია და არც იმის დაჯერება გვსურს, რომ სამსაჯო კორპუსი კონკრეტული გუნდების მისამართით განზრახ უშვებენ შეცდომებს. ბოლნისის „სიონი" ადასტურებს თავის პატივისცემას სამსაჯო კორპუსის მიმართ, თუმცა, აქვე ვითხოვთ, რომ მათი მხრიდან მეტი ყურადღება, მეტი პროფესიონალიზმი და მეტი კომპეტენცია იქნეს გამოვლენილი. „სიონის" თვითმიზანი არ არის მსაჯების დისკრედიტაცია, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მათი მხრიდან იქნება ისეთი შეცდომები გამორიცხული, რომელიც შეხვედრის შედეგზე გავლენას იქონიებს!" - ნათქვამია განცხადებაში.
ოდნავ მოგვიანებით, „მიხეილ მესხის" მთავარ არენაზე დიდად იმოქმედათქო მსაჯების შეცდომებმა, რომლებიც იყო და ეს, ბუნებრივია, მატჩის ბედზე, არ იქნებოდა სიმართლე. „საბურთალო"-„სამტრედიის" დაპირისპირებამ საშუალო ტემპში ჩაიარა. გოლის გატანის შესაძლებლობა დიდად არც ერთი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონია, რადგან თამაში ძირითადად მინდვრის ცენტშრში მიმდინარეობდა. მატჩის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, თუმცა „სამტრედიამ" თამაშის მიწურულს, აბსოლუტურად ალოგიკური გოლი გაუშვა. 69-ე წუთზე, ამ დღეს გატანილი ერთად-ერთი გოლის ავტორი გიორგი დიასამიძე გახდა, 1-0. ამ გამარჯვების შემდეგ, „საბურთალომ" 2 ქულით გადაასწრო „დინამო თბილისს"და მომდევნო ტურამდე ლიდერობა გაიმყარა.

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშებაში პირველი წრის ბოლო საასპარეზო დღეს, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ", სტუმრად, ზესტაფონში ითამაშა „კოლხეთი 1913"-თან. ამ მატჩში ანგარიში 11-მეტრიანით გიორგი კუხიანიძემ გახსნა 0-1. მე-60 წუთზე კი ლუკა იმნაძემ, როინ კვასხვაძის კარის აღება მოახერხა 1-1. ბუნებრივია, ყველა თამაშსს ვერ მოიგებ, თუმცა ტორპედოელებს, „სამტრედიის" მსგავსად, როდესაც ევროტურნირები კარზეა მომდგარი ცოტა მეტაც სჭირდებათ თამაშის დალაგება ან საკადრო პოლიტიკაში, ცვლილებების განხორციელება.
ბუნებრივია, ფეხბურთი თამაშია და ხშირად, იმარჯვებს ის, ვისკენაც იღბალია, რომელიც მე-9 ტურში აშკარად აკლდა თბილისის „ლოკომოტივს". მიუხედავად იმისა, რომ „ლოკომოტივმა" განსაკუთრებით, მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდა, გოლის გატანა ვერ მოახერხა. „რუსთავთან" მატჩი, კი პირველი ტაიმის სტარტზე, მე-4 წუთზე, ბექა მიქელთაძის გატანილი გოლის წყალობით წააგო 1-0.
ეროვნილი ლიგის მომდევნო ტური 5-6 მაისს გაიმართება.
ტექსტი და ფოტოები თამარ ჯიშკარიანის





ჩვენ








