
მორიგ გრან სლემზე, IJF-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით საქართველო 63 მონაწილე ქვეყანას შორის არის. თუმცა, ჩვენი გუნდი ყველა წონაში არ იქნება წარმოდგენილი. მაგალითად, ამ მომენტისთვის ქართველთა განაცხადში, -60კგ წონითი კატეგორიის გასწვრივ სიცარიელეა. თუმცა, ვაჟთა შორის ჩვენები 9 სპორტსმენით არიან დარეგისტრირებულნი:
-66კგ ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
-90კგ ლუკა მაისურაძე
-100კგ ილია სულამანიძე
+100კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
უკვე ტრადიციად მკვიდრდება, რომ გრან სლემის ტურნირებზე, ჩვენს გუნდში, ორი გოგონა აუცილებლად არის. თუმცა, ამჯერდა -57კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება. +78 კგ წონით კატეგორიაში, აბუ დაბის გრან სლემის ვერცხლისმედალოსან სოფიო სომხიშვილთან ერთად კი, საქართველოს, -78 კგ წონით კატეგორიაში, 18 წლის ნინო გულბანი წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაქოს გრან სლემამდე ჯერ კიდევ არის დრო და ამასთან, 28-29 ოქტომბეს, აღნიშნული გუნდის რამდენიმე წევრს სარაევოში 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ ასპარეზობა, არაა გამორიცხული, უშუალოდ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ქართულ გუნდში ცვილებებიც მოხდეს.





ჩვენ








