
2022-2023 წლის საციგურაო სეზონის სასტარტო შეჯიბრების შემდეგ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ახალი სპორტული სეზონის გრან პრის ეტაპების უახლოესი შეჯიბრების ანონს აქვეყნებს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი მოციგურავეები მიიღებენ.
4 - 6 ნოემბერი (მე- 3 ეტაპი), ანგერსი (საფრანგეთი)
წყვილები კარინა საფინა / ლუკა ბერულავა
მამაკათა ერთეულთა თანრიგი: ნიკა ეგაძე
რითმული ცეკვები: მარია კაზაკოვა/ გიორგი რევია
11- 13 ნოემბერი (მე- 4 ეტაპი), შეფილდი (ინგლისი)
წყვილები: ანასტასია მეტოლკინა / დანილ პარკმანი
მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი
რითმული ცეკვები: მარია კაზაკოვია / გიორგი რევია
ქალები: ანასტასია გუბანოვა
18-20 ნოემბერი (მე- 5 ეტაპი) - საპორო (იაპონია)
მამაკაცები: ნიკა ეგაძე
25-27 ნოემბერი (მე- 6 ეტაპი), ესპო ( ფინეთი)
წყვილები: კარინა საფინა/ ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტოლკინა / დანილ პარკმანი
მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი
ქალები: ანასტასია გუბანოვა
მოგეხსენებათ, გრან პრის სერია, სეზონში, ფიგურული ციგურაობის ყველაზე ხანგრძლივი ელიტური ჩემპიონატია. ის შედგება 6 ეტაპისგან და ფინალისგან, სადაც მხოლოდ უმაღლესი ქულის მქონე მონაწილეები ასპარეზობენ. ამ სეზონზე საქართველოს ფედერაციას გრან პრის სერიებში, რეკორდული წარმომადგენლობა ჰყავს. ჩვენი ქვეყნის 9 წარმომადგენელი, გრან-პრის 4 სხვადასხვა ეტაპზე იასპარეზებს და ფინალური, დასკვნითი ეტაპისთვის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
![]() |
![]() |
თუმცა, გრან-პრის ეტაპებამდე, ჩვენები „დენის ტენის სახელობის მემორიალზე" ასპარეზობენ. საქართველოს, აღნიშნულ ტურნირზე ორი მოციგურავე წარადგენს, ნიკა ეგაძე (უფროსი მამაკაცები) და ინგა გურგენიძე (გოგონები). ინგამ, დღეს დილით იასპარეზა და მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ პოზიციას იკავებს. რაც შეეხბება ნიკას, მოკლე პროგრამის ქართველს 71.81 (36.82 / 35.9) ქულა აქვს და თავისუფალი პროგრამის წინ, პირველ ადგილზეა.





ჩვენ










