
მართალია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგმა სათამაშო დღემ, „კვარას" გარეშე ჩაიარა, დავით ხოჭოლავა კი, "სევილიასთან" მატჩში, მე-5 წუთზე მინდვრიდან გააძევეს, ეროვნული ნაკრებიდან თანაგუნდელებმა, ევროპაში კვალი, ამ სათამაშო დღესაც დატოვეს.
გრაცის „შტურმმა" უეფა-ს ევროპა ლიგაზე როტერდამის „ფეიენოორდი" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ნელ-ნელა უბრუნდება მოედანს. „კიტე", სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და მას, თანაგუნდელებმა კაპიტნის სამკლაურიც დაუბრუნეს. რეალურად „შტურმს" არ ჰქონია ბევრი მომენტი და იმ ერთად-ერთ შანსს ელოდა, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სწორედ, ქართველმა გამოიყენა კარგად. „კიტემ", ბურთი მკერდით მიიღო და მარჯვენათი ზუსტად დაარტყა კარში.

„ტრაბზონსპორთან", ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას" განაცხადში იყო ირაკლი აზაროვი, თუმცა, ქართველს ამ დღეს არ უთამაშია. სერბებმა, მინიმალური ანგარიშით, 2-1 გაიმარჯვეს. აზაროვის მსგავსად, ამჯერადაც მხოლოდ განაცხადს დასჯერდა ლუკა გუგეშაშვილიც, რომლის „ყარაბახმაც", „ნანტთან" გასვლაზე 2-1 წააგო.
კიდევ ერთი ქართული გოლი ბრატისლავაში გავიდა. ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა", უეფა-ს კონფერენს ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, ერევნის „პიუნიკი" დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ, დრამატული გამოდგა და 2-1 „სლოვანის" სასარგებლოდ დასრულდა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე დააყენა. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის ჯანმრთელობის გამო, ბოლო მომენტში გამოაკლდა გუნდს. ორი ქართველიდან, „კაშო" ბოლომდე მინდორზე იყო, „ჩაკვემ" კი, 87 წუთი ითამაშა. ბრატისლავაში, ანგარიში, სტუმრებმა მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე 11 მეტრიანით გახსნეს. შეიძლება ითქვას, თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც „კაშოს" დარტმული ბურთი ძელს შეეხო და „პიუნიკის" კარის ბადეში გაეხვა. ზუსტად ერთ წუთში, რამირესმა, სტუმართა გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა, და „სლოვანს" საჭირო გამარჯვება მოუტანა.

უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, ვენაში, „ვიოლა პარკიზე" 1-1 ითამაშა „კვეკვესა"და წიტაიშვილის „ლეხმა" ადგილობრივ „აუსტრიასთან". ნიკა კვეკვესკირმა პოზნანელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაწიყო და მინდორზე 88 წუთი დაჰყო. შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცა გიორგი წიტაიშვილს, რომელიც თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. ანგარიში ამ მატჩში, პოლონელებმა, 48-ე წუთზე გახსნეს. თუმცა, გოლამდე, სწორედ, „კვეკვეს" ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. მისი დარტმული მეკარემ მოიგერია. „აუსტრიამ" ანგარიში, 70-ე წუთზე გაათანაბრა.
და ბოლოს, ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე, უეფა-ს საფეხბურთო მატჩებისთვის უჩვეული დროს, ქართველ მსაჯთა ბრიგადა, გიორგი ყრუაშვილის, ლევან ვარამიშვილისა და ზაზა ფიფიას (დავით ხარიტონაშვილი მეოთხე მსაჯი) შემადგენლობით, პატარა ჩეხურ ქალაქ უერსკე ჰრადიშტეში, რომლის მოსახლეობაც 25000 მაცხოვრებელსაც ვერ აღწევს, უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრას განსჯიან, ადგილობრივ „სლოვაჩკოსა" და გერმანული „კიოლნის" შევხვედრას განსჯიან.
სტატიაში გამოყენებულია "შტურმისა" და "სლოვანის" ფოტოები





ჩვენ








