
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეხუთე სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა, „სლოვაჩკოსა" და „კიოლნს" შორის, რომელსაც ქართველ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა, გადაიდო. უეფა-ს ოფიციალირი გვერდის ინფორმაციით, შეხვედრა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო მსაჯმა, ორივე გუნდთან, უეფა-ს დელეგატთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ შეაჩერა და მომდევნო დღის 13:00 საათისთვის (ადგილობრივი დროით) გადადო. ამასთან შეხვედრა, რომელიც მე-8 წუთზე შეწყდა, 07:01-დან განახლდება. მატჩის შეწყვეტისას ანგარიში ფრე, 0-0 იყო.
ჩვენი ვებ-გვერდი tsff.ge დაუკავშირდა ქართველ მსაჯებს და დაადგინა, რომ რთული მეტეოროლიგიური პირობები ძლიერი ნისლით იყო გამოწვეული. შეხვედრას, რომელიც პატარა ჩეხურ ქალაქ უერსკე ჰრადიშტეში (ქალაქის მოსახლეობაც 25000 მაცხოვრებელსაც ვერ აღწევს), დღეს, უეფა-ს საფეხბურთო მატჩებისთვის უჩვეულო დროს, 14:00 საათზე დაიწყო, ქართველ მსაჯთა ბრიგადა, გიორგი ყრუაშვილის, ლევან ვარამიშვილისა და ზაზა ფიფიას (დავით ხარიტონაშვილი მეოთხე მსაჯი) შემადგენლობით ემსახურებოდა.
ფოტო: სკ კიოლნი





ჩვენ








