ორი ოქრო დენის ტენის მემორიალზე
ორი ოქრო დენის ტენის მემორიალზე
28.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წარმატებით იასპარეზე ქართველმა მოციგურავებმა ყაზახეთში მიმდინარე ტრადიციულ „დენის ტენის სახელობის მემორიალზე", რომელიც ISU-ს ჩელენჯერის სერიის ერთ-ერთი ტურნირია და 26-29 ოქტომბრის ჩათვლით ალმა-ათიში ტარდება. ტურნირი როგორც უფროსი, ასევე იუნიორი მოციგურავეებისთვის არის და შესაბამისად, მედლები კომპლექტიც, როგორც უფროსებს შორის ასევე, იუნიორებში თამაშდება.

იუნიორთა შორის, ყაზახური ტურნირი წარმატებული გამოდგა ინგა გურგენიძისთვის, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონის საქართველოს სახელითა და დროშის ქვეშ სადებიუტოა. ქართველმა, ასპარეზობის პირველი დღის შემდეგ, მოკლე პროგრამაში, 63.62 (36.22, 27.4) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ, პირველი ადგილით ლიდერი იყო. ინგამ, ლიდერობა, არც მეორე დღეს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ დაუთმო ვინმეს და 110.56 (59.96, 52.60) ქულა დააგროვა. კვალვ პირველი ადგილი დაიკავა და უშუალო მდევარს, თითქმის მთელი 15 ქულით გადაასწრო. ბუნებრივია, ორი პროგრამის ჯამში, ინგამ, რომელიც პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, კორეელ მოციგურავეს, 5 ქულით ასწრებდა, კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და ყოველგვარი კითხვების გარეშე, ტურნირის გამარჯვებული გახდა.


წარმატებით იასპარეზა  „დენის ტენის სახელობის მემორიალზე" უფროს მოციგურავეთა შორის ნიკა ეგაძემაც.  მოკლე პროგრამის ქართველს 71.81 (36.82  / 35.9) ქულა ჰქონდა და თავისუფალი პროგრამის წინ, პირველ ადგილზე იყო. ნიკამ, თავისუფალ პროგრამაში მოახერხა სტაბულურობის შენარჩუნება და მსაჯებისგან 136.66 (67.23, 70.43) ქულა დაიმსახურა და მცირედით გადაასწრო პოლონელ მოციგურავეს, კორნელ ვიტკოვსკის, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ, თავისუფალში, საპრიზო სამეულში ცოტა თუ ელოდა. ნიკამ კი, ორი პროგრამის ჯამში, 208.47 ქულა დააგროვა და მთელი 16 ქულით გადაასწრო მეორე ადგილზე გასულ ტურნირის მასპინძელს.