
დღეს მესტიაში, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის მემორიალის მორიგი საასპარეზო დღეა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს მეკდლეურობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ტრადიციულ მემორიალზე, რომელმაც ბოლო წლებია, სწორედ, სვანეთში დაიმკვიდრა საასპარეზო ადგილი, მედლების კომპლექტი სამ სახეობაში - რთულ, სწრაფ და ინდივიდუალურ ცოცვაში თამაშდება.
27 და 28 ოქტომბერს, მესტიის სპორტულ კომპლექსში, გამარჯვებულები რთულ ცოცვაში გამოვლიდნენ. შეჯიბრში სტატი, ქალთა და ვაჟთა შორის, მეკლდეურთა 12 კლუბის (საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, მესტია, ყაზბეგი, საქართველოს აპლინისტთა კლუბი, პროქლაიმბერი, ლენტეხი, თბილისი, კარიანი კლდე, ნიქოზი, ქლაიმბერ.ჯი, რუსთავის მეკლდეურთა კლუბი „ნიამორი", ბათუმი), 40-მდე წარმომადგენელს მიეცა. თუმცა, ფინალუ ეტაპზე, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა ვაჟებში 10-მა გოგონებში კი, 9 მონაწილემ გააგრძელა მედლებისთვის ასპარეზობა.
საბოლოოდ, მემორიალის გამარჯვებულები ქალთა შორის ნიცა თვაური (საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია) და პავლე თაბაგარი (კარიანი კლდე) გახდნენ.
საპრიზო სამეულები:
ქალები:
1. ნიცა თვაური (სიმაღლე 41, დრო 3.04.35)
2. სალომე სანაძე (საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, 29 / 3.14.50)
3. მარიამ ხოჯელანი (მესტია, 25+ / 2.00.59)
ვაჟები:
1. პავლე თაბაგარი (სიმაღლე 41+, დრო 2.30.97)
2. ლუკა მეტრეველი („ნიქოზი", 41 / 2.49.54)
3. ლუკა ჯაშიშავილი (საქართველოს ალპური კლუბი, 40 / 2.24.78)
დღეს, ხერგიანის მემორიალის მორიგ სახეობას უკვე ჭოლაშის სპორტულ კომპლექსში მიეცა სტარტი. სწრაფ ცოცვაშიც, პირველი სახეობის მსგავსად მედლების კომპლექტი, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის გათამაშდა. ამ დისციპლინაში, 2022 წლის ხერგიანის მემორიალის გამარჯვებულები ნიცა თვაური და გიგა ჯანხოთელი გახდნენ.
საპრიზო სამეულები კი ასე გამოიყურება:
ქალები:
1. ნიცა თვაური
2. სალომე სანაძე
3. მარიამ ხოჯელანი
ვაჟები:
1. გიგა ჯანხოთელი (თბილისი)
2. ანრი როხვაძე (ქუთაისი)
3. ლუკა ჯაშიაშვილი
ხვალ, მიხეილ ხერგიანის მემორიალი ჭალაადში ბუნებრივ კლდეზე გაგრძელდება. თავდაპირველად, გამარჯვებულები 14 წლამდე ასაკში გამოვლინდებიან. მოგვიანებით 15:00 საათიდან კი, საუკეთესოებს უკვე, უფროსებში გამოავლენენ. ხერგიანის მემორიალის მედლების ბოლო კომპლექტი, ინდივიდუალურ ცოცვაში გათამაშდება.





ჩვენ








