
28-29 ოქტომბერს, სარაევოში ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ნაკრები, ტურნირზე მონაწილე 40 ქვეყანას შორის 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი - 4 გოგონათი და 9 ვაჟით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ასაკში ჩვენს გუნდში ბევრი ახალი სახე ვიხილეთ, მედლები კი, როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის ლიდერებმა მოიგეს.
23-წლამდებს შორის ევროპის ჩემპიონები ილია სულამანიძე (-100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (-90კგ) გახდნენ. მხოლოდ ბრიჯნაოს დასჯერდა საბა ინანეიშვილი (+100კგ), რომელმაც საბოლოოდ ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან თურქ მუნირ ერთუსთან წააგო 1/2 ფინალური შეხვედრა. ბრინჯაოს ფინალში კი, გერმანელი შრაიბერი დაამარცხა.

რაც შეეხებათ ჩემპიონებს, ნიკა ხარაზიშვილმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ოქროს მედლისკენ გზად შეიძლება ითქვას, საპრიზო პედესტალზე ასული ყველა ჯუდოკა დაამარცხა. ჯერ ბადეში ალექსა მიტროვიჩი (საფრანგეთი), შემდეგ 1/2 ფინალში გაი გურევიჩი (ისრაელის წარმომადგენელი) და ბოლოს ოქროს მედლისთვის უკრაინის წარმომადგენელ მარატ ჰრიზმანსკის დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია.
თითქმის ანალოგიური გზა, თუმცა, უფრო მსუბუქად გაიარა ილია სულამანიძემ. ქართველმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, თან ისე, რომ ვაზარი არ გაუშვია.
ბრინჯაოსთვის იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, თუმცა, ქართველი საბოლოოდ მოლდოველ ჯუდოკასთან დამარცხდა. რაც შეეხება ნინო გულბანს, ის ჯგუფური ეტაპისას საკმაოდ დრამატული შეხვედრის „გოლდენს სქორში", სამი გაფრთხილების შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას.
ხვალ საერაევოში შერეული გუნდური პირველობა გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრებების წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფოტო: @EJU





ჩვენ








