
საქართველოს 23-წლამდე ძუდოს ნაკრები ევროპის 2022-ის შერეული გუნდური პირველობის ბრინჯაოსმედალოსანია. ჩვენმა გუნდმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა 2021 წლის შედეგის გამეორება და ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონის ტიტულის დაცვა, თუმცა, სტაბილურობის მხრივ, საპრიზი ქვეყნებში ადგილის შენარჩუნებაც არ არის ურიგო. მითუმეტეს, რომ ნაკრები სარაევოში, ბევრი ახალი სახით იყო წარმოდგენილი.
საერაევოში ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატის ბოლო დღეს, შერეული გუნდური პირველობა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელმაც საწყის ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება მოახერხა.
ქართული გუნდიდან ასპარეზობაში, პირველი საბა ინანეიშვილი ჩაება და იპონით გაიმარჯვა. კარგად დაიწყო შემდეგი წყვილის ასპარეზობა ნინო ლოლაძემ, ვაზარიც აიღო და აქტიური იყო, თუმცა, უკრაინელმა ჯერ ვაზარით გაათანაბრა და შემდეგ ჩვენებური, იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, რიგ-რიგობით ბიჭებმა, დავით ბახბახაშვილმა და ნიკა ხარაზიშვილმა (7 წამში იპონით) თავისი შეხვედრები მოიგეს, გოგონებმა ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი, შეიძლება ითქვას, ერთი შეცდომის გამო დაისაჯნენ და ბრძოლები წააგეს. უკრაინასთან დაპირსიპირებაში კულმინაციური, სოფიო სომხიშვილის ბრძოლები გამოდგა. საქმე ისაა, რომ ერთი დღით ადრე, სომხიშვილმა ინდივიდუალური ასპარეზობისას, სოწრედ უკრაინელ რუსლანა ბულივინასთან წააგო 1/2 ფინალი. როგორც ჩანს, სოფიოს იმ მატჩის კომპლექსი დღევანდელ დღესაც გადმოჰყვა. ამის შემდეგ, საჭირო გახდა დამატებითი შეხვედრა, სადაც სწორედ, სოფიოს წონითი კატეგორია შეირჩა. შესაბამისად, სოფიო და ბულივინა ტატამზე დარჩნენ, გუნდი კი, 1/2 ფინალის საგზურს დაელოდა. აქ სოფიომ მხოლოდ 33 წამი აცადა, რუსლანას და ის, ულამაზესი იპონით დაამარცხა, საქართაველოს ნაკრებს გამარჯვება 4-3 და 1/2 ფინალის საგზური მოუტანა.

1/2 ფინალში საქართველო თუქრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ამჯერად, პირველი ნინო ლოლაძეს მოუწია გამოსვლა და მხოლოდ, „გოლდენ სქორში" დასთმო. ვაზარით წააგო მომდევნო ორთაბრძოლაც გიორგი ჩიხელიძემ. დაძაბული გამოდგა ნინო გულბანის შეხვედრა, სადაც თურქმა მოახრეხა დაწინაურება. თუმცა, გულბანმა ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი, იპონით მოიგო. სამწუხაროდ, ნინოს ვერ მიბაძეს გუნდის დანარჩენმა წევრებმა, ჯერ ნიკა ხარაზიშვილი დამარცხდა დამატებით დროში, შემდეგ კი, სოფიო სომხიშვილი. შესაბამისად, თურქებმა 1-4 მოგვიგეს და ფინალში გავიდნენ. ჩვენ, კი ბრინჯაოსთვის გავაგრძელეთ ასპარეზობა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-1 დაამარცხეს. აქ, პირველი ქულები ჩვენს გუნდს, ბახბახაშვილმა მოუტანა. ქართულმა გუნდმა იპონით დაიწყო. ნინო გულბანი ბევრს ეცადა, თუმცა, ჰანსოკუ-მაკეთი წააგო. ანგარიში გათანაბრდა. მომდევნო ტატამზე ახალკაცი გამოვიდა. თავიდან, ფრანგმა აიღო ვაზარი, თუმცა, აქ „თავის წესი" ჩაერთო საქმეში და ამჯერად, ამ წესმა, ჩვენ წისქვილზე დაასხა წყალი. მოგება ქართველს ჩაეთავლა. ბრინჯაოს მედლებისთვის საქართველოს ნაკრები 1-2 დაწინაურდა. ტატამზე სოფიო სომხიშვილი გამოვიდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მესამე ქულა, მე-7 დამატებულ წუთზე იპონოთ მოუტანა. გადამწვეტი საბა ინანეშვილის დაპირისპირება გამოდგა. ქართველმა მე-12 წამზე მოახერხა, ფრანგის ვაზარზე დაგდება და შებოჭვა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა ბოლო ქულა Osaekomi-waza-ით აიღო და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ უნგრელი 23-წლამდები, ერთი წლით ევროპის ჩემპიონის ტიტული კი, თურქეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში გერმანელებს სძლია.

ფოტო: @EJU





ჩვენ








