
შაბათ-კვირას საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური გაიმართა. თსუ-მ მიმდინარე სეზონში, უკვე მეორედ წააგო, სუპერლიგის დებიუტანტ „კავკასიასთან". ქართული კალათბურთის გულშემატკივარს გემახსოვრებათ, რომ თსუ-მ ორი კვირით ადრე, სწორედ „კავკასიასთან" დასთმო დუდუ დადიანის მემორიალი.
თსუ-ს, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში (11-14, 18-20, 21-22, 11-15) იყო ამ დღეს, ნოდარ გოგოძე, გიორგი ცინცაძე, ივანე მეგენეიშვილი და ლუკა მამლიკიძე აკლდათ. „კავკასიის" რიგებში კი, ნელ-ნელა ანგარიშგასაწევი ძალად ყალიბდებიან კლუბის ლეგოინერები კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი. სწორედ ფორესტმა მოახერხა ამ შეხვედრაში, ორივე გუნდში ყველაზე მეტი 18 ქულა აეღო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში 6-ჯერ გათანაბრდა და ლიდერიც 6-ჯერ შეიცვალა, „კავკასიამ" მოახერხა პირველ მეოთხედში მოპოვებული მიცრე უპირატესობა გაეზარდა და საბოლოოდ, 10 ქულით 61-71 გაიმარჯვა.
ამ ტურში საინტერესო იყო ძველი თუმცა, გადახალისებული მეტოქეების „ოლიმპისა" და „დელტას" დაპირისპირება, რომელიც, ამჯერად გურჯაანისთვის იბრძვის. ამასთან, „ოლიმპს" ამ შაბათ-კვირას, სუპერლიგაში პირველი სტარტი ჰქონდა. გუნდმა კარგად დაწიყო და პირველ მეოთხედში, 2 ქულითაც მოახერხა მოგება, თუმცა შემდეგ, „დელტამ" მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და ერთ მომენტში, 17 ქულითაც კი იგებდა. საბოლოოდ კი, 62-79 (23-21, 17-22, 10-14, 12-22) მოიგო და პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო, მცირე რეაბილიტაცია მოახდინა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა, გუნდის ამერიკელმა უკანახაზელმა, ეივი ტუმერმა დააგროვა.
კიდევ ერთ შეხვედრაში „ტიტებმა" დამაჯერებელად 69-96 (11-20, 22-16, 14-23, 22-37) „მეგა" დაამარცხა. სუპერლიგის სადებიუტო ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. შესაბამისად, „ტიტებისთვის" დღევანდელი გამარჯვება, მნიშვნელოვანი იყო. „ტიტებმა" მოახერხა მთელი თამაში, ლიდერი ყოფილიყო, თუმცაღა, ერთი მეოთხედი მაინც დათმო. საბოლოოდ სწრაფი გარღვევებისა და ზუსტი სამქულიანების (16/36) ხარჯზე, გუნდმა, ერთ მომენტში, 27 ქულითაც კი მოახერხა ლიდერობა და საბოლოდაც ამ სხვაობით გაიმარჯვა. გამარჯვებულთაგან 33 ქულა ორდანე კანდა-კანინდამ დააგროვა.
ოლიმპიურ სასახლეში, „ვერა", „რუსთავთან" 71-82 (27-20, 15-26, 19-26, 10-10) დამარცხდა. ამ შეხვედრაში ლიდერი მხოლოდ ერთხელ შეიცვალა. „ვერამ" პირველ ტაიმში, მოახერხა უპირატესობის მოპოვება და 7 ქულით მოიგო. თუმცა, ამის შემდეგ ანატოლი ბოისამ და მისმა გუნდმა მოახერხეს სწორი დასკვნების გამოტანა და ნელ-ნელა, თამაში შემოატრიალეს. მატჩის ოქმში, ყველაზე მტი ქულა 18, ანგარიშზეა. რუსთველთაგნ კი, ყველაზე მეტი 16 ქულა ანზორ ნადირაძემ დააგროვა.
თბილისშივე, ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსმა", სუპერთასის 2022 წლის მფლობელი „ბათუმი" 89-78 (17-13, 23-25, 19-19, 30-21) დაამარცხა. მეტნაკლებად თანაბარ თამაშში, „კაკტუსმა" ბოლო მეოთხედში მოახერხა კონცენტრირება და გაიმარჯვა. ირაკლი ხოშტარიას გუნიდან თამაშის შემდეგ ყველაზე შედეგიანი კაკტუსელთა ლეგიონერი რაიან ალენი იყო 20 ქულით, ბათუმელთაგან კი, კაილი რიდლი გამოირჩა 21 ქულით.
გამომდინარე იქიდან, რომ სუპერლიგაში 11 გუნდი მონაწილეობს, თითო ტურში, თითო გუნდი ისვენებს. ორი ტურის შემდეგ კი, 4-4 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში, „კავკასია", „კაკტუსი" და „რუსთავი" ლიდერობენ.
სუპერლიგა მე-3 ტურიდან რეგიონებში გავა. 4 ნოემბერს ქუთაისს ოლიმპი ესტუმრება. 5-ში რუსთავი მეგას უმასპინძლებს, ხოლო 6 ნოემბერს ბათუმს გურჯაანის დელტა ესტუმრება. ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა თბილისში, 6 ნოემბერს გაიმართება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








