
საქრათველოს თასის 2022 წლის გათამაშების ფინალში, 7 დეკემბერს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ქუთაისის „ტორპედო" მეხუთდედ შეეცდება საქართველოს თასი მოიგოს. ამისთვის, მათ, საქართველოს ლიგა 4-ის ლიდერ, ახალგაზდრულ და საკმაოდ საინტერესო თბილისის „ლოკომოტივი 2"-თან მოუწევთ თამაში. დღეს კი, ზესტაფოსა და საგურამოში საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური შეხვდრები გაიმართა.
ზესტაფონაში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, სადაც „ტორპედო" ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საშინაო თამაშებს ატარებს განწყობა საფეხბურთო იყო და ამას, ქუთაისიდან, ზესტაფონში ჩამოსული გულშემატკივარი ქმნიდა. სამწუხაროდ, სამუშაო დღის გამო, ფეროს ქალაქში ჩასვლა თბილისელმა ქომაგმა ვერ მოახერხა, თუ არ ჩავთვლით, დინამოელთა ფანებს „ელიტას". მითუმეტეს, რომ შეხვედრა, 13:00 საათზე დაიწყო. თავიდავე, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ „დინამო თბილისი" ნახევარფინალამდე საკმაოდ რთული გზით მოვიდა. მართალია, თბილისელები გათამაშებაში გვიან ჩაერთვნენ, მაგრამ გზად, ჯერ ბათუმის „დინამო", შემდეგ, გორის „დილა" დაამარცხეს. ამასთან, დინამოელთა ელიგის კალენდარიც ისე დაემთხვა, რომ გუნდის, თითქმის ყველა თამაში „საფინალო" დატვირთვისაა. ამასთან დინამოელებს წაუგებელი ციკლი ჰქონდათ და კიდევ, სანაკრებო მატჩებისთვის, ასაკობრივ გუნდებში მის მოთამაშეებს ხშირად მოუხდათ წასვლა - შესაბამისად, გუნდმა, „ტორპედოსთან" დაპირისპირებამდე ბოლო თამაშებიც მძიმედ ჩაატარა და ჩანდა, რომ სადღაც მათ არ გაუმართლებდათ. თუმცა, დღეს, მხოლოდ არგამართლება არ იყო. თბილისელები, თითქოს, მთელი თამაში აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა, ქუთაისელები, კარგად იყენებნდნენ იმ შანსებს, რომელიც მათ ეძლეოდათ. ყველა მომენტში, კი, დინამოელთა ახალგაზრდა მეკარე გუნდს ვერ გადაარჩენდა. საპირისპიროდ, თბილისელებს, ყოფილი მეკარე, როინ კვასხვაძე, დიდად არ შეუწუხებიათ... გოლები „ტორპედომ"მეორე ტაიმში გაიტანა - 56-ე წუთზე პედრო მონტეირუმ და 73-ე წუთზე მაურო კაბალიერომ. მშვიდად მოიგო 2-0 და გათამაშების ფინალში გავიდა.

ზესტაფონური მატჩის მატჩის სრული ფოტო-ამბავი
საკმაოდ გრძელი გამოდგა შეხვედრა საგურამოში, სადაც „ლოკომოტივი 2"-მა, საქართველოს თასის ამჟამინდელ მფლობელ „საბურთალოს" უმასპინძლა. თბილისურ დერბიში, სტუმრები თაისის მოქმედი მფლობელის სიმძიმესთან ერთად, ელიგის ბოლო ტურის მძიმე მატჩის შემდეგ თამაშობდნენ. გუნდს, როგორც სჩანს, წინა შეხვედრის ეს ფსიქოლოგიური მუხტი გადაჰყვა. ამას გარდა, საბურთალოელებს, მოთამაშეც გაუძევეს და ყიფიანის თასის მცველებს, 10 მოუხდათ თამაში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა. ფრედ, 4-4 დასრულდა, პენალტების სერიაც, თუმცა, შემდეგ, „ბლიც" ეტაპში, უფრო მშვიდი და ზუსტი ლოკომოტოველები გამოდგნენ და ფინალის საგზური მოიგეს. ლიგა 4-ის გუნდი, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალშია და უჩვეულო ისტორიის წერას აგრძელებს.

სტატიაში გამოყენებულია სკ „ლოკომოტივის" ფოტო / ზიზუ (გიორგი) ჯიქია





ჩვენ








