
მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა, თუმცა ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ქალთა ევროტურნირები აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ ტურნირების თამაშებს მოემსახურებიან ქართველი არბიტრები და კომისარი.
ფიბა-მ ნოემბრის პირველი ნახევრის მატჩებზე მსაჯები და კომისრები დანიშნა, რომელშიც 7 მატჩია ისეთი, რომელსაც ქართველები მოემსახირებიან. ამ მატჩებიდან ერთ-ერთზე, რომელიც დღეს ისრაელის ქალაქ რამათ ჰაშარონში გაიმართება, 2 ქართველი იმუშავებს.
რამათ ჰაშარონისა და ბერძნული პანათინაიკოსის დაპირისპირებაში ერთ-ერთი მსაჯი კირილე თვაური იქნება, ხოლო კომისრად მერაბ რატიშვილი იმუშავებს.
გაგაცნობთ ქალთა ევროპის თასის იმ მატჩებს, რომლებსაც მერაბ რატიშვილი, კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი მოემსახურებიან:
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
10 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. აშდოდი (ისრაელი)
მაკაბი აშდოდი (ისრაელი) - ბოთაში (ანკარა, თურქეთი)
16 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (ათენი) - ლუბლინი (პოლონეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
3 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. რამათ ჰაშარონი (ისრაელი)
რამათ ჰაშარონი (ისრაელი) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
10 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ჰოლონი (ისრაელი)
ჰოლონი (ისრაელი) - ნესიბე აიდინი (თურქეთი)
16 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ანტაკია (თურქეთი)
ჰათაი (თურქეთი) - რამლა (ისრაელი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)l
3 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. რამათ ჰაშარონი (ისრაელი)
რამათ ჰაშარონი (ისრაელი) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
10 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. რამათ ჰაშარონი (ისრაელი)
რამათ ჰაშარონი (ისრაელი) - ლუბლინი (პოლონეთი)





ჩვენ








