
თორნიკე შენგელიას, ილიას ზუროსმა დაუძახა. ქართველი კალათბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, უკვე იტალიური „ვირტუს ბოლონიის" განაცხადებშიც ხვდება, თუმცა, ტრავმის შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტანი ჯერ იდეალური ფორმაში არ არის.
„საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ Serie A-სა და Euroleague-ის თამაშებია Virtus Bologna-სთან ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის", - წერს შენგელია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სანაკრებო სტატიის გამოქვეყნების პარალელურად.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ისლანდიის წინააღმდეგ, რეიკიავიკში, 11 ნოემბერს გამართავს. მატჩი, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი დასრულებისთანავე, ზუროსის გუნდი საქართველოში, ჩარტერული რეისით გამოემგზავრება. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ჯგუფის პრინციპული თამაშისთვისაც, ჩვენი ნაკრები შეკრებას სწორედ, ისლანდიაში შეუდგება. ქართველები რეიკიავიკში 7 ნოემბერიდან დაიწყებენ ჩასვლას - ყველა, საკუთარი კლუბებიდან -, გიორგი შერმადინი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, კახაბერ ჯინჭარაძე, თად მაკფადენი. თბილისიდან რეიკიავიკში გაემგზავრებიან გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლივშილი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე, ილია ლონდარიძე. რეიკიავიკში შეუერთდებიან ნაკრებს, დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც ამ ეტაპზე უგუნდოდ არიან. კაპიტანი კი, მათ 10 ნოემბერს შეურეთდება.
როგორც ხედავთ, ევრობასკეტის შემდეგ ზუროსის გუნდში მცირედი ცვლილებებია - მაგალითად, გუნდის 14-კაციან განაცხადში არიან ალექსანდრე ფევაძე, გივი ბაქრაძე და ილია ლონდარიძე. სამაგიეროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე. თუმცა, ამ ორი უკანასკნელის არყოფნას, ნოემბრის სათამაშო ფანჯრის დროს, წინასწარ შეგუებულნი ვიყავით.

შეხვედრას, რომელიც 11 ნოემბერს, „ლაუგარდალს ჰოლში" გაიმართება, ისლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, პრინციპული ხაისათი ექნება. მასპინძლებს, ამ მომენტისთვის, საქართველოსთან შედარებით ერთით მეტი მოგებული შეხვედრა უწერიათ აქტივში და სატურნირო ცხრილშიც, ჯგუფში ერთი ადგილით გვისწრებენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, ჯგუფინდან, სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. ჯგუფს, ამ მომენტში ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ლიდერობენ. მოგეხსენებათ ისიც, რომ ესპანეთთან თამაში ჩვენ, აღარ გვიწევს. შესაბამისად, სწორედ ისლანიასთან და საუკეთესო შემთხვევაშიც, იტალიასთან დადებითი შედეგის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიგებს.
ისლანდიასთან მატჩის შემდეგ, 3 დღეში, ილიას ზუროსის საქართველოს ნაკრები უკვე თბილისში, იტალიას დაუპირისპირდება. შეხვერდრა, 14 ნოემბერს, „თბილისი არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








