9 ნოემბერს, 19:00 თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის მატჩი გაიმართება
9 ნოემბერს, 19:00 თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის მატჩი გაიმართება
04.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე შეხვედრას გამართავს. ორი სათამაშო ტურის შემდეგ, ჩვენი გუნდი 6 ქულით, ჯგუფის ლიდერია. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, პირველ ტურში 8 ოქტომბერს, თბილისში, ბელგიის ნაკრები 4-2 დაამარცხა, 12 ოქტომბერს კი, უკვე სტუმრად, ვენაში, ავსტრიას, 2-6 სძლია.

ავსტრიელებთან სათამაშოდ, საქართველოს ნაკრები შეკრებას ხვალიდან, 5 ნოემბრიდან დაიწყებს. სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, 8 ნოემბერს, ასათიანის გუნდი, მედიისთვის ღია ვარჯიშსაც ჩაატარებს. სამწვრთნელო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში, კვალვ არ არის ელისანდრო, რომელმაც წინა სანაკრებო ფანჯრამდე, ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს ჯერ კიდევ, არ არის მწყობრში. სამაგიეროდ, შემადგენლობაშია, ზვიად კუპატაძე - საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, ოქტომბერი მიკრო ტრავმის გამო გაუცდა.


საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა კი ავსტრიასთან თამაშის წინ, ასე გამოიყურება:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა", რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი, საქართველო)


წინა ხაზი: ირაკლი თოდუა („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე („გომელი", ბელარუსი), ვახტანგ კეკელია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო) გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), ბინიო („ოსასუნა", პამპლონა, ესპანეთი), რონინიო („ანდერლეხტი", ბელგია), თალესი („ალ-იარმუკი", ქუვეითი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა", ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი", ესპანეთი), შაგინია („პალმა", მალიორკა, ესპანეთი)


საქართველოსა და ავსტრიის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასწრება თავისუფალია.


ჯგუფის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები უკვე 2023 წელს, 7 მარტს, სტუმრად, ბელგიაში გამართავს.